თბილისი (GBC) – recov.ge-ის მონაცემებით, ბათუმში 2025 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და 1 კვ/მ-ზე $1 130 შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 16.2%-ით, 1 კვ/მ-ზე $1 100-მდე გაიზარდა.

ბათუმში 2025 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების – 5.7%-ით. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ზომა კი 17.4%-ით $57 მლნ–მდე გაიზარდა.