თბილისი (GBC) - ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა საწვავის ფასის კლება საშუალოდ 5-8 თეთრით/ლიტრზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:
რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,95-3,17 ლარი/ლიტრზე;
პრემიუმი ტიპის ბენზინი - 3,13-3,32 ლარი/ლიტრზე;
სუპერი ტიპის ბენზინი - 3,58-3,71 ლარი/ლიტრზე;
ევრო დიზელის საწვავი - 3,21-3,33 ლარი/ლიტრზე;
დიზელის საწვავი - 3,21-3,26 ლარი/ლიტრზე.