თბილისი (GBC) - 2025 წლის მარტში საბალანსე ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა $6.04 შეადგინა კილოვატსაათზე, რაც წლიურად 4.3%-ით ზრდას ნიშნავს ($5.79 2024 წლის მარტში).

თვიური ჭრილში, 2025 წლის მარტში საბალანსე ელექტროენერგიის ფასი 1.4%-ით გაიზარდა.

საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი კვლავ გააგრძელა და იმპორტის საერთო მოცულობამ 252 გიგავატსაათი შეადგინა, 2.4-ჯერ მეტი ვიდრე 2024 წლის მარტში. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წილი იმპორტში შესაბამისად 72%, 21% და 7% იყო.

2025 წლის მარტში საქართველომ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დაახლოებით $4.5 მლნ დახარჯა.