თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტი კვირის პუბლიკაციაში წერს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 28 იანვარს 5.2-წლიანი 80 მლნ ლარის (27.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა.
ამასთან, მოთხოვნა 2-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.172პ.პ-ით გაიზარდა და 8.607% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 4 თებერვალს, სადაც 6-თვიანი 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2.9-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.