თბილისი (GBC) - 1Q26-ში საქართველოში ხორცისა და ხორცის საკვები სუბპროდუქტების, ასევე მათგან დამზადებული მზა პროდუქციის საგარეო ვაჭრობა, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფების ჯამურმა იმპორტმა $72.7 მლნ-ს გადააჭარბა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დასახელებული პროდუქციის შესყიდვამ უცხოურ ბაზრებზე $72,7 მლნ შეადგინა, რაც 24.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე ($58,3 მლნ).
საანგარიშო პერიოდში იმპორტის სტრუქტურა ასე გამოიყურება:
- ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები: იმპორტი 21.9%-ით გაიზარდა და $57,5 მლნ შეადგინა (1Q25-ში - $47,16 მლნ)
- მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისგან: იმპორტი 36.1%-ით გაიზარდა და $15,2 მლნ-ს მიაღწია (1Q25-ში - $11,1 მლნ)
რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის გატანას უცხოურ ბაზრებზე, 1Q26-ში ხორცისა და მზა ხორცპროდუქტების ექსპორტი 57.8%-ით გაიზარდა და $8,8 მლნ შეადგინა, ნაცვლად გასული წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული $5,6 მილიონისა.
ექსპორტის მაჩვენებლები კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:
- ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები: ექსპორტი წინა წლის $5,3 მლნ-დან 54.9%-ით გაიზარდა და $8,3 მლნ-ს გაუტოლდა
- მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისგან: აღნიშნულ სეგმენტში ექსპორტი ორზე მეტჯერ (121.6%-ით) გაიზარდა და $534.6 ათასი შეადგინა (1Q25-ში - $241.2 ათასი)