თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს და რომელშიც 68 ქვეყნის 4 000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზი გაესვა ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას.
მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე, რაც გეგმის შესაბამისად ხორციელდება.