თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $25.8 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.1%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $7.29 მლრდ იყო (გაიზარდა 11.2%-ით), ხოლო იმპორტი $18.5 მლრდ (გაიზარდა 9.7%-ით).

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს $11.23 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.