3Q25-ში სამაცივრეებში შენახული 108 000 ტ ხორცის 32.8% ქათმის იყო
საქსტატის გამოკვლევის
შედეგების მიხედვით, 3Q25-ში
სასაკლაოებში დაიკლა 129.4
ათასი სული პირუტყვი,
საიდანაც 31.7% – მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვი, 61.3% –
ღორი, ხოლო 5.7% ცხვარი და თხა
იყო. დანარჩენი პირუტყვის
წილი (არ მოიცავს ფრინველს)
1.3%-ს შეადგენდა.გარდა ამისა,
საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში
სასაკლაოებში დაკლული
ფრინველის რაოდენობა 3 274.3
ათასი ერთეულით
განისაზღვრა.სასაკლაოების
მიერ 3Q25-ში 16.7 ათასი ტონა
ხორცი იქნა წარმოებული
(იგულისხმება დაკლული წონა,
ფრინველის ხორცის ჩათვლით),
საიდანაც 29.1% მოდიოდა
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის ხორცზე, 35% –
ფრინველის ხორცზე, 35.2% –
ღორის ხორცზე, 0.7% – ცხვრისა
და თხის ხორცზე, ხოლო
დანარჩენს უმნიშვნელო
წილი ეკავა.საანგარიშო
პერიოდში მომსახურება
გაეწია 8.9 ათას პირს,
საიდანაც 46.4%
შინამეურნეობების
(ოჯახური მეურნეობები)
სახით იყვნენ
წარმოდგენილნი,
სასაკლაოებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიურმა რაოდენობამ კი 966
კაცი შეადგინა.ერთეული
პირუტყვის დაკვლაზე
მომსახურების საშუალო
ფასი შემდეგნაირი იყო:
მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის დაკვლის
საფასური – 39.9 ლარი, ღორის
დაკვლის საფასური – 31.8 ლარი,
ხოლო ცხვრის ან თხის
დაკვლის საფასური – 14.2
ლარი.საქსტატის
მონაცემებით, 3Q25-ში
საქართველოში 312 ერთეული
სამაცივრე მეურნეობა
ფუნქციონირებდა, რომელთა
უმრავლესობაც (57.1%) შიდა
ქართლის რეგიონში იყო
განთავსებული. მოქმედი
სამაცივრე მეურნეობები
ასევე განთავსებული იყო
თბილისში (14.1%), კახეთის
რეგიონში (8.7%), ქვემო ქართლის
რეგიონში (5.4%),
სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში (4.5%), იმერეთის
რეგიონში (4.2%), აჭარის ა.რ.-ში
(2.9%), სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში (1%),
მცხეთა-მთიანეთის
რეგიონში (1%), გურიის
რეგიონში (1%) და
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონში (0.3%).3Q25-ში
მომსახურება გაეწია 373
მომხმარებელს.
მწარმოებელთა და
გადამყიდველთა
რაოდენობამ, რომელთაგანაც
შესყიდულ იქნა პროდუქცია
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით 748 ერთეული შეადგინა,
ხოლო სამაცივრეებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიური რაოდენობა 1 740 კაცით
განისაზღვრა.3Q25-ის
განმავლობაში
სამაცივრეებში შენახული
(განთავსებული) იყო 108.1 ათასი
ტონა პროდუქცია, მათ შორის
32.8% – ქათმის ხორცი
(გაყინულის ჩათვლით), 20.1% –
ხორცი და ხორცპროდუქტები
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით, ქათმის ხორცის
გარდა), 19.4% – თევზეული, 19% –
ხილი და ბოსტნეული, 4.6% – რძის
პროდუქტები და 4.1% – სხვა
პროდუქტები.3Q25-ში სამაცივრე
მეურნეობებში შენახული
პროდუქციის მთლიანი
მოცულობიდან 24.4%-ს –
საკუთარი წარმოების, 25.7%-ს –
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით შესყიდული, ხოლო 49.9%-ს
მომსახურების სახით
შენახული პროდუქცია
შეადგენდა. ამავე პერიოდში,
მომსახურების სახით
მიღებულმა შემოსავალმა 6.2
მილიონი ლარი
შეადგინა.3Q25-ში სამაცივრე
მეურნეობების მიერ
გაყიდულ იქნა 207 მილიონი
ლარის ღირებულების (24.5
ათასი ტონა) პროდუქცია,
საიდანაც, ღირებულებით
გამოსახულებაში,
იმპორტირებულმა
პროდუქციამ შეადგინა 40.8%,
საკუთარი წარმოების
პროდუქციამ – 16.8%, ხოლო
გაყიდვის მიზნით
შესყიდულმა (ადგილობრივი)
პროდუქციამ – 42.5%.ამასთან,
საანგარიშო პერიოდში,
სამაცივრეების მიერ
გაყიდული საკუთარი
წარმოების პროდუქციის
მთლიანი მოცულობის 32.1%
მოდიოდა ქათმის ხორცზე.
ამავე პერიოდში, სამაცივრე
მეურნეობების მიერ
გაყიდული იმპორტირებული
პროდუქციის მთლიან
ღირებულებაში
მნიშვნელოვანი წილი რძის
პროდუქტებზე (38.5%), პირუტყვის
ხორცსა და
ხორცპროდუქტებზე
(ნახევარფაბრიკატების
ჩათვლით) (18.6%), ქათმის ხორცზე
(გაყინულის ჩათვლით) (16.7%) და
თევზეულზე (8%)
მოდიოდა.საქსტატის
მონაცემებით, საანგარიშო
პერიოდში, სამაცივრე
მეურნეობების მიერ უცხო
ქვეყნებში გაყიდული
პროდუქციის ღირებულებამ 11.1
მილიონი ლარი შეადგინა, რაც
ამავე პერიოდში გაყიდული
პროდუქციის მთლიანი
ღირებულების 5.4%-ს
შეადგენდა.საზღვარგარეთ
ძირითადად რეალიზებულ
იქნა ქათმის ხორცი, ხილი და
ბოსტნეული. გამოკვლევის
შედეგების მიხედვით,
კამერების საშუალო დღიური
დატვირთვა (პროცენტულად
კამერების ჯამური
ტევადობიდან) ივლისში
შეადგენდა 55.1%-ს, აგვისტოში –
51.5%-ს, ხოლო სექტემბერში –
48.8%-ს.3Q25-ში საქართველოში 31
ელევატორი
ფუნქციონირებდა, რომელთა
უმრავლესობაც ქვემო
ქართლის (35.5%) რეგიონში იყო
განთავსებული.
ელევატორების 19.4%
ფუნქციონირებდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში, 16.1% კახეთის
რეგიონში, 9.7% – შიდა ქართლის
რეგიონში, 9.7% – თბილისში, 6.5% –
იმერეთის რეგიონში, 3.2% კი –
გურიის რეგიონი.3Q25-ის
განმავლობაში მომსახურება
გაეწია 11
მომხმარებელს.მწარმოებელთა
და გადამყიდველთა
რაოდენობამ, რომელთაგანაც
შესყიდულ იქნა პროდუქცია
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით, 54 ერთეული შეადგინა,
ხოლო ელევატორებში
დასაქმებულთა საშუალო
თვიური რაოდენობა 403 კაცით
განისაზღვრა.3Q25-ში,
ელევატორებში შენახული
(განთავსებული) იყო 136.7 ათასი
ტონა პროდუქცია, რომლის 70.3%-ს
წარმოადგენდა ხორბალი და
15.9%-ს სოიოს
შროტი.საანგარიშო
პერიოდში, ელევატორებში
განთავსებული პროდუქციის
მთლიანი მოცულობის 71.8%-ს
ელევატორების მიერ
შემდგომი რეალიზაციის
მიზნით შესყიდული
პროდუქცია შეადგენდა.3Q25-ში,
ელევატორების მიერ
გაყიდულ იქნა 75.7 მილიონი
ლარის ღირებულების 76.9 ათასი
ტონა პროდუქცია, საიდანაც
29.8% იყო იმპორტირებული
პროდუქცია, ხოლო 60.3% –
ადგილობრივი (საკუთარი
წარმოების) პროდუქცია.
ელევატორების მიერ
საკუთარი წარმოების
პროდუქციაში, როგორც
მოცულობის, ისე
ღირებულების მიხედვით,
ჭარბობდა ხორბლის
ფქვილი,რომელზეც მოდიოდა
ელევატორების მიერ
გაყიდული საკუთარი
წარმოების პროდუქციის
77.4%.საქსტატის გამოკვლევის
შედეგების მიხედვით,
ელევატორების საცავების
საშუალო დღიური დატვირთვა
(პროცენტულად საცავების
ჯამური ტევადობიდან)
ივლისში შეადგენდა 49.2%-ს,
აგვისტოში – 49.4%-ს, ხოლო
სექტემბერში – 49.9%-ს.
1763366342