BOG-მ წელს განათლების შესაძლებლობა 300 000-ზე მეტს შეუქმნა
აღნიშნულ პროექტებს
შორისაა:საქართველოს
ბანკის იდეათეკები,
რომლებიც პარტნიორებთან
ერთად იქმნება და 11
რეგიონის, 25 სკოლაში, 18 000-ზე
მეტ მოსწავლეს აძლევს
წვდომას განათლებისა და
ახალი აღმოჩენების
სივრცეზე, რომელიც
აღჭურვილია 2000-ზე მეტი
წიგნით, კომპიუტერებით,
პროექტორებით და STEM
კუთხით.საქართველოს
ბანკის და კომაროვის
სკოლის ერთობლივი პროექტი -
STEM სკოლა მოსწავლეებს
აძლევს წვდომას STEM
მიმართულებით ხარისხიან
განათლებაზე. ინიციატივის
ფარგლებში, საქართველოს
ბანკი ყოველწლიურად
საუკეთესო შედეგის მქონე 60
მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს
50%-ით უფინანსებს სწავლას.
წელს STEM სკოლაში სწავლის
სურვილი 1500-ზე მეტმა
მოსწავლემ გამოთქვა, კურსი
კი საუკეთესო შედეგის
მქონე 700-ზე მეტმა მოსწავლემ
გაიარა.STEM მიმართულებით,
კიდევ უფრო მეტი
მოსწავლისთვის განათლების
შესაძლებლობის
შესაქმნელად, საქართველოს
ბანკი და კომაროვი STEM
ოლიმპიადასაც
ახორციელებენ, რომელშიც
წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი
სკოლის 800-ზე მეტმა
მოსწავლემ მიიღო. საპრიზო
ადგილზე გასულ სკოლის
გუნდს კი საქართველოს
ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000
ლარი გადაეცა.ყველაზე
მასშტაბური მათემატიკური
ოლიმპიადის “ევერესტის”
ფარგლებში კი, საქართველოს
ბანკის მხარდაჭერით, I-VI
კლასის მოსწავლეებს აქვთ
შესაძლებლობა გამოავლინონ
საკუთარი ცოდნა და უნარები
მათემატიკის
მიმართულებით.
ოლიმპიადაში ყოველწლიურად
35 000 მოსწავლე მონაწილეობს,
გამარჯვებულებს კი
საქართველოს ბანკისგან
ლეპტოპები გადაეცემათ.Code IT
საქართველოს ბანკის,
Lineate-ისა და GITA-ს
თანამშრომლობით შექმნილი
პროექტია, რომელიც
პროგრამირებით
დაინტერესებულ
ახალგაზრდებს
შესაძლებლობას აძლევს,
საქართველოს 8 ტექნოპარკში
– ოზურგეთში, ბათუმში,
ზუგდიდში, სენაკში, კასპში,
გურჯაანში, თელავში,
ახმეტასა და თბილისში (და
დამატებით 5 ლოკაციაზე)
დაეუფლონ პროგრამირების
საფუძვლებს. ინიციატივის
ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე
გადამზადდა.საქართველოს
ბანკის სასტიპენდიო
პროგრამა და გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია შესაძლებლობას
აძლევს მიზანდასახულ და
მოტივირებულ სტუდენტებს,
მიიღონ სწავლის ერთწლიანი,
100%-იანი ან ნაწილობრივი
დაფინანსება 21 პარტნიორ
უნივერსიტეტში.
ინიციატივის ფარგლებში,
წელს 210 სტიპენდიატი
გამოვლინდა.
უნივერსიტეტების შესახებ
დეტალური ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: stipendia.bog.ge2025
წლიდან კი საქართველოს
ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UNI
Grant-ის პროექტს ახორციელებს,
რომლის ფარგლებშიც
სტუდენტებს აძლევს
შესაძლებლობას, მიიღონ
სწავლისა და საცხოვრებელი
ხარჯების სრული ან
ნაწილობრივი დაფინანსება,
ინდივიდუალური
საჭიროებისამებრ. წელს
უკვე გამოვლინდა
საქართველოს ბანკის 68
სტიპენდიატი.CHEVENING-ის,
Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან
თანამშრომლობით შექმნილი,
ნიკა გუჯეჯიანის
სახელობის სასტიპენდიო
პროგრამების ფარგლებში,
საქართველოს ბანკი
ახალგაზრდა
პროფესიონალებს
შესაძლებლობას აძლევს,
ისწავლონ წამყვან
უნივერსიტეტებში,
სამაგისტრო საფეხურზე,
სრული დაფინანსებით.
ინიციატივის ფარგლებში,
უკვე გამოვლინდა
საქართველოს ბანკის 50-ზე
მეტი სტიპენდიატი, წელს კი
მათ რიცხვს კიდევ 5
შეემატა.საქართველოს
ბანკი, ახალგაზრდების
მხარდასაჭერად, კიდევ ერთ
სასტიპენდიო პროგრამას
ახორციელებს, რომლის
ფარგლებშიც, 7 პარტნიორ
პროფესიულ აკადემიაში
ჩარიცხულ სტუდენტებს
სწავლის 100%-იანი
დაფინანსების მიღების
შესაძლებლობას აძლევს.
ინიციატივის ფარგლებში,
წელს უკვე გამოვლინდა 20
სტიპენდიატი.
პარტნიორების შესახებ
დეტალური ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
stipendia.bog.geმასწავლებლების
მხარდასაჭერად კი,
საქართველოს ბანკი
მასწავლებლის ეროვნული
ჯილდოს კონკურსის მთავარი
მხარდამჭერია. წელს
პროექტში მონაწილეობა 180-მა
მასწავლებელმა
მიიღო.ხელოვნური
ინტელექტით
დაინტერესებული
ქალებისთვის კი
საქართველოს ბანკის,
MasterCard-ისა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის (UN Women)
ერთობლივი ინიციატივით,
წელს AI სტიპენდია
ქალებისთვის შეიქმნა,
რომლის ფარგლებშიც
სტიპენდიატები მალე
გამოვლინდებიან და
ექნებათ შესაძლებლობა,
პროფესიულ აკადემიებში
დაეუფლონ ხელოვნური
ინტელექტის
საფუძვლებს.ამასთან,
საქართველოს ბანკი, როგორც
განათლების მთავარი
მხარდამჭერი, ExpoGeorgia-ს
ორგანიზებით დაგეგმილი
თბილისის წიგნის დღეები
2025-ის გენერალური
სპონსორია. ღონისძიებას
წელს 150 000-ზე მეტი ადამიანი
ეწვია.ფინანსური
განათლების ამაღლების
მიზნით კი საქართველოს
ბანკი არაერთ პროექტს
ახორციელებს, მათ შორის,
მართავს ტრენინგებს
მშობლებისთვის,
სტუდენტებისთვის და
მასწავლებლებისთვის.
ასევე, უნივერსიტეტებთან
თანამშრომლობის
ფარგლებში, შესაძლებლობას
აძლევს მათ, დანერგონ
ფინანსური განათლების
კურსი, რომელიც მორგებული
იქნება როგორც
უნივერსიტეტის, ასევე
სტუდენტების
საჭიროებებზე,
ინტერესებსა და
სპეციფიკაზე.Businesscourse.ge
საქართველოს ბანკის
საქართველოს ბანკის
პლატფორმაა, რომელიც
მეწარმეობითა და ბიზნესის
მართვით დაინტერესებულ
ადამიანებს აძლევს
შესაძლებლობას, გაიარონ
დარგის ექსპერტების მიერ
შექმნილი კურსები,
გაიღრმაონ ცოდნა და
აიმაღლონ კვალიფიკაცია
მათთვის საინტერესო
მიმართულებით. Businesscourse.ge-ზე
60-ზე მეტი კურსია
ხელმისაწვდომი.ამასთან,
საქართველოს ბანკის
ორგანიზებით, მეწარმე
ქალთა განვითარების
პროგრამა, გაეროს
განვითარების პროგრამის
(UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship
Academy-ის ხელშეწყობით
ხორციელდება. ინიციატივის
მიზანია, ქალი მეწარმეების
გაძლიერება, მათთვის
ცოდნის, გამოცდილებისა და
პრაქტიკული რესურსების
შეთავაზება, რაც იდეის
რეალიზაციიდან ბიზნესის
გამყარებამდე ყველა ეტაპს
მოიცავს.მეწარმეების
გაძლიერებისა და
ხელშეწყობის მიზნით,
საქართველოს ბანკი
მართავს სამუშაო
შეხვედრებსა და
ტრენინგებს, რომლებსაც
დარგის ექსპერტები
უძღვებიან.საქართველოს
ბანკის მიერ
განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს ganatleba.bog.ge
1764935543