თბილისი (GBC) – მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 9 ადგილით ჩამოქვეითდა და 35-ე ადგილი დაიკავა.

ორგანიზაცია ინდექსს 12 კრიტერიუმით ადგენს. კრიტერიუმებს შორისაა საკუთრების უფლება და ფინანსური თავისუფლება. 12-დან 8 პუნქტში ქვეყნის რეიტინგი გაუარესდა, 2 მათგანში უცვლელი დარჩა, 2-ში კი გაუმჯობესდა. საქართველოს ჯამში 68.7 ქულა მიენიჭა, რაც 3.1 ქულით ნაკლებია 2022 წლის შედეგზე.

შეფასების კრიტერიუმები დეტალურად:

  • საკუთრების უფლება - 54.3 (-9.5)
  • მართლმსაჯულების ეფექტიანობა - 55.5 (-0.9)
  • კორუფციის დონე  - 62.9 (-1.5)
  • ბიზნესის თავისუფლება - 69.8 (-4.3)
  • შრომის თავისუფლება  - 62.1 (+0.2)
  • მონეტარული თავისუფლება - 72.0 (-4.0)
  • საგადასახადო ტვირთი - 89.1 (0)
  • მთავრობის ხარჯები - 70.0 (-2.7)
  • ფისკალური სტაბილურობა - 43.0 (-24.1) 
  • საგარეო ვაჭრობის თავისუფლება - 86.0 (-0.6)
  • ინვესტირების თავისუფლება - 80.0 (0)
  • ფინანსური თავისუფლება - 80.0 (+10.0)

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველი ადგილი სინგაპურმა დაიკავა 83.9 ქულით, მეორეზე შვეიცარიაა 83.8 ქულით, ხოლო მესამეზე ირლანდია 82 ქულით.

რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოს, სომხეთმა 50–ე ადგილი დაიკავა 65.1 ქულით, აზერბაიჯანმა 75–ე ადგილი 61.4 ქულით, თურქეთმა 104–ე ადგილი 56.9 ქულით, რუსეთმა 125–ე ადგილი 53.8 ქულით.