თბილისი (GBC) - სლოვაკეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა,
დოკუმენტს ხელი გენადი არველაძემ და ვლადიმირ სიმონიაკმა მოაწერეს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და სლოვაკეთის მინისტრმა.
შეთანხმების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივ აქტივობებს, მათ შორის, ბიზნეს წრეების დასაახლოებლად. შეთანხმება ითვალისწინებს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის შექმნას.
ხელმოწერამდე არველაძემ და სიმონიაკმა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. მათ შორის პირდაპირი ფრენების დაწყება.
მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, გაისად ჩატარდეს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა.