თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საქაერთველოს საკვანძო როლზე განაცხადა რეგიონის ციფრულ ტრამფორმაციაში.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიცია ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივია. ის ისტორიულადაა ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და მისი როლი უფრო იზრდება შუა დერეფნის კონტექსტში.
მინისტრის მოადგილემ პანელურ დისკუსიაზე - „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლისთვის მზადმყოფი სამყარო“ აღნიშნა გარკვეულ კვლევებზე: ცნობილია, რომ მონაცემთა გადაცემასა და შენახვაზე მზარდი მოთხოვნა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ინტერნეტ-ტრაფიკზე 40%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ხოლო 50%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებენ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ამიტომ ფოკუსირება ხდება ინფრასტრუქტურაზე, რათა ინვესტირება მოხდეს გარკვეულ უნარებსა და შესაძლებლობებში.
ნადარეიშვილმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდევლობაზეც ისაუბრა, რომ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება GNET-სა და ევროკავშირთან. ასევე მოქნილი საკანონმდებლო ბაზა და საგადასახადო
მან ციფრულ-ბოჭკოვან პროექტებში გამოყო Log in Georgia-ს, რომლის ფარგლებში ინტერნეტი მიეწოდება ქვეყნის ყველაზე შორეულ რეგიონებსაც კი. ასევე Starlink-ის, რომელიც უზრუნველყოფს, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სერვისის მიწოდებას.
ნადარეიშვილის ინფორმაციით, მოსალოების 99%-ს აქვს წვდომა მობილურ სერვისებზე,70%-ზე მეტს კი აქვს 5G ინტერნეტისერვისები.
მინისტრის მოადგილემ დისკუსიაში მონაწილეებს ციფრული საზოგადოების გაძლიერების და გაფართოების მთავრობის 5-წლიან გეგმაზეც უთხრა.
პანელურ დისკუსიაში ირაკლი ნადარეიშვილის გარდა მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე გევორგ მანთაშიანი, ევროპის ბაზრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და Nokia -ს გერმანული ოფისის ხელმძღვანელი როლფ ვერნერი, Google-ის ცენტრალური აზიის კავკასიის, განვითარებადი ბაზრების, მთავრობასთან ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელი ოლგა რეისი, UPU International Bureau-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარჯან ოსვალდი და მსოფლიო ბანკის ციფრული პრაქტიკის მენეჯერი, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი იზაბელ ნეტო.