თბილისი (GBC) - 2024 წლის 18 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 701 286 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 451 485 ათასი ლარია. ამასთან, 2024 წლის ივნისი, 2023 წლის ივნისთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2,2%-ითაა გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 510 518 ათასი დოლარი იყო.

2024 წლის ივნისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 327 071 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 399 902 ათასი ლარია.

ივნისის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 314 285 ათასი დოლარია, ანუ 17 743 771 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).