თბილისი (GBC) - გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 5, 7, 12, 14, 19, 21, 26, 28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.