თბილისი (GBC) - გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი სამთო - სათხილამურო კურორტებისთვის, განსაკუთრებით გუდაურისთვის.

მარიამ ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებაზე.

იმედოვნებს, რომ შედეგად, მომდევნო წლებში ვიხილავთ მეტ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს საქართველოს სამთო კურორტებზე.

გუდაურში ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო)  21 წლამდე ასაკის 80  სპორტსმენი იასპარეზებს.