TI-მ 5 წელში ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა აღრიცხა
"ბოლო პერიოდში „ქართული
ოცნების“ პროკურატურა და
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური ყოფილი
მაღალჩინოსნების
კორუფციაზე ალაპარაკდნენ
და თითქმის ყოველდღიურად
აწვდიან საზოგადოებას
ინფორმაციას ყოფილი
პრემიერ მინისტრის, სუსის
ყოფილი უფროსის, თავდაცვის
ყოფილი მინისტრის და
მათთან დაკავშირებული
პირების მიერ მილიონობით
დოლარის ღირებულების
ქონების გადამალვის,
უკანონოდ გამდიდრების,
უკანონო შემოსავლების
ლეგალიზაციის და სხვა
მსგავსი ფაქტების
შესახებ.წლების
განმავლობაში როდესაც
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველო“ და
საგამოძიებო მედია
ელიტური კორუფციის
პრობლემაზე განგაშის ზარს
სცემდა, „ქართული ოცნება“
ამას სიცრუეს უწოდებდა და
ამბობდა, რომ ქვეყანაში
კორუფცია დამარცხებული
იყო.ახლა კი ისინი თავად
ადასტურებენ, რომ მრავალი
წელი ქვეყანა
კლეპტოკრატიული პრინციპით
იმართებოდა და მთავრობის
უმაღლესი წარმომადგენლები
ჩართულები იყვნენ
მასშტაბურ კორუფციულ
სქემებში – ქართულ ჯარს,
მოსწავლეებს და
საქართველოს თითოეულ
მოქალაქეს მილიონობით
საბიუჯეტო სახსრებს
პარავდნენ.ფაქტია, რომ
ელიტური კორუფციის
გამომწვევი მიზეზები არ
შეცვლილა – სახელმწიფო
დღესაც
მიტაცებულია.კორუფციის
დაფარვაში წლებია
ჩართულები არიან
საგამოძიებო უწყებები,
პროკურორები,
მოსამართლეები, სუსისა და
ანტიკორუფციული ბიუროს
თანამშრომლები. ახლა კი
„ქართული ოცნების“ გუნდის
შიგნით პოლიტიკური
კონკურენტის მოცილების
პროცესს ასაღებენ, როგორც
კორუფციასთან
ბრძოლას.სინამდვილეში,
ელიტური კორუფცია
გაცილებით უფრო
მასშტაბური იყო და ასეთად
რჩება. „საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველომ“ მხოლოდ ბოლო 5
წელში აღრიცხა ელიტური
კორუფციის 250 შემთხვევა,
სადაც 221 მაღალი
თანამდებობის პირი
ფიგურირებს, მათ შორის 38
მინისტრი ან მინისტრის
მოადგილე, 40 დეპუტატი, 17
მოსამართლე და 67
მუნიციპალური
მაღალჩინოსანი.კორუფციის
ეს შემთხვევები მოიცავს
ისეთ სქემებს, როგორიცაა: 1.
საბიუჯეტო სახსრების
მითვისება სახელმწიფო
შესყიდვების მეშვეობით 5
მილიარდი ლარი, არის ის
თანხა, რაც, მხოლოდ
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოს“
გამოძიებებით, „ქართულ
ოცნების“ ჩინოვნიკებმა
კორუფციული სახელმწიფო
შესყიდვების გზებით
მიიღეს ბოლო 10 წლის
განმავლობაში. აქედან 3.3
მილიარდი ლარი რეგიონებზე
მოდის, ამ თანხის მესამედი
კი – 1 მილიარდ 130 მილიონ
ლარზე მეტი 2024 წელს
დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე გახდა. მხოლოდ
რამდენიმე შემთხვევა რომ
გამოვყოთ: 650 მლნ ლარი
ბიძინა ივანიშვილთან
დაახლოებული ბიზნესმენის
ოთარ თათეშვილის
კომპანიამ მიიღო
სახელმწიფო
შესყიდვებიდან, მას შემდეგ
რაც მან ივანიშვილს
აბასთუმანში სახლის
ასაშენებლად მიწა მიჰყიდა.
390 მლნ ლარის ტენდერები
მიიღო ირაკლი
ღარიბაშვილის ნათესავის
კომპანია „სერპანტინმა“
2013-2025 წლებში. 392 მლნ ლარი
„ქართული ოცნების“
დეპუტატ გიორგი
ჭყონიასთან
დაკავშირებულმა
კომპანიებმა მიიღეს
სახელმწიფო შესყიდვებიდან
2011-2025 წლებში. 30 მლნ ლარი
„ქართული ოცნების“
დეპუტატ ანზორ
ბოლქვაძესთან
დაკავშირებულმა
კომპანიებმა მიიღეს
სახელმწიფო შესყიდვებიდან
2016-2024 წლებში. 25 მლნ ლარი
„ქართული ოცნების“
დეპუტატ ვიქტორ
ჯაფარიძესთან
დაკავშირებულმა
კომპანიებმა მიიღეს
სახელმწიფო შესყიდვებიდან
ბოლო 7 წელიწადში. 32 მლნ ლარი
სენაკის მერის ვახტანგ
გადელიას ბიძის
კომპანიებმა მიიღეს
სენაკის მერიის
სახელმწიფო შესყიდვებიდან
2021 წელს მერად მისი
პირველად არჩევის შემდეგ. 25
მლნ ლარი მიიღეს ახალციხის
2021 წლის მოწვევის
საკრებულოს დეპუტატებმა,
ოჯახის წევრებმა და
ნათესავებმა მუნიციპალური
შესყიდვებიდან 4 წლის
განმავლობაში. ამ ტიპის
კორუფცია მოდებულია
საჯარო სამსახურის დაბალ
დონეებზეც, მაგალითად: 2.2
მილიონი ლარი მიიღეს
ადიგენის
თვითმმართველობის 10-მდე
თანამშრომლის ოჯახის
წევრებმა და ნათესავებმა
ამავე მუნიციპალიტეტის
შესყიდვებით 2017-2025 წლებში. 2.
სუბსიდიების,
აგროპროგრამებისა და
ბიზნესის ხელშეწყობის
პროგრამებით გამდიდრების
კორუფციული სქემა 71 მლნ
ლარი „ქართული ოცნების“
შემომწირველმა
კომპანიებმა მიიღეს
სახელმწიფო
აგროპროგრამებიდან.
სანაცვლოდ ამ კომპანებმა
პარტიას 7.7 მლნ ლარი
დაუბრუნეს შემოწირულების
სახით. ამ თანხის დიდი
ნაწილი – 56 მლნ ლარი – ერთ
ადამიანზე, ბიძინა
ივანიშვილის დეიდაშვილის,
უჩა მამაცაშვილის
ბიზნესპარტნიორზე ვახტანგ
კარიჭაშვილზე მოდის. 30 მლნ
ლარი 2022 წელს რთველის
სუბსიდიის პროგრამიდან
მიიღეს „ქართული ოცნების“
წევრებთან დაკავშირებულმა
კომპანიებმა. 7.4 მლნ ლარი
მიიღეს „აწარმოე
საქართველოს“ პროგრამიდან
იმ კომპანიებმა, რომლებმაც
„ქართულ ოცნებას“ 2024 წელს 1.6
მლნ ლარი დაუბრუნეს
შემოწირულების სახით. 3. ე.წ.
„ატკატების“ სქემა –
მმართველი პარტიის
დაფინანსებასთან
დაკავშირებული სისტემური
პოლიტიკური კორუფცია 1
მილიარდ 28 მილიონი ლარის
სახელმწიფო შესყიდვები
მიიღეს „ქართული ოცნების“
შემომწირველებთან
დაკავშირებულმა
კომპანიებმა 2020-2024 წლებში
გამართული არჩევნების
დროს. სანაცვლოდ, მათ
„ქართულ ოცნებას“ 7.7
მილიონი ლარი შეწირეს. 4.
ლიცენზიები და ნებართვები
გავლენიანი პირებისთვის
მცირე და საშუალო ჰესების
მშენებლობის ნებართვების
დიდი ნაწილი კორუფციული
გზით არის დარიგებული.
მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა
ბიძინა ივანიშვილის
ნათესავს, ბიზნესმენ კოკა
კოკოლაშვილს აქვს
მიღებული. ჰესების
ნებართვები აქვთ მიღებული
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის
დავით სონღულაშვილის
ოჯახის წევრებს და
„ქართული ოცნების“ კიდევ
რამდენიმე წევრს.
კორუფციული გზებით
მასობრივად გაიცემა
სამშენებლო ნებართვები,
განსაკუთრებით თბილისსა
და ბათუმში, რის შედეგებსაც
ამ ქალაქების
მაცხოვრებლები ყოველ დღე
ხედავენ. მშენებლობის
ნებართვებთან
დაკავშირებული კორუფციული
გამოძიებები მედიაში
მრავლად მოიპოვება. 5.
სახელმწიფო ქონების ხელში
ჩაგდება პრივატიზაციით ან
იჯარით ირაკლი
ღარიბაშვილისა და დავით
ნარმანიას შემთხვევები
მიანიშნებს, რომ
თანამდებობის პირები
გრძელვადიანი იჯარის
ხელშეკრულებების
გამოყენებით მარტივად
იგდებენ ხელში ტყეებს
პირადი სარგებლობისთვის.
2013-2020 წლებში, სახელმწიფო
ქონება 13 მილიონ ლარად
გაიყიდა ისეთ პირებზე,
რომლებმაც ქონების
მიღებიდან მალევე
მმართველ პარტიას 2 მილიონი
ლარი დაუბრუნეს
შემოწირულების სახით.
მხოლოდ აჭარაში, 15 მილიონ
ლარზე მეტი ქონება მიიღეს
პრივატიზაციის სახით
„ქართული ოცნების“
შემომწირველებმა 2022-2024
წლებში. დღემდე დამალულია
2021-2023 წლებში მთავრობის მიერ
მიღებული 300-ზე მეტი
განკარგულება, რაც
სახელმწიფო ქონების
პირდაპირი წესით, ხშირად
სიმბოლურ 1 ლარად,
გადაცემას ეხებოდა. 6.
მორგებული კანონების
მიღება გადასახადებისგან
თავის არიდების მიზნით
სავარაუდოდ 100 მლნ
დოლარამდეა ის პოტენციური
ზარალი, რაც საქართველოს
ბიუჯეტმა ნახა ბიძინა
ივანიშვილზე მორგებული ე.წ.
„ოფშორების კანონის“
მიღების შედეგად, რამაც
ივანიშვილისთვის
შესაძლებელი გახადა
გადასახადების გადახდის
გარეშე შემოეტანა
ქვეყანაში ძვირადღირებული
ფერწერული ტილოების
კოლექცია და სხვა აქტივები.
7. დაუსაბუთებელი
შემოსავლის შენიღბვა
საჩუქრების გამოყენებით 34
მლნ ლარი, არის თანხა, რაც
2024-2025 წლებში მაღალი
თანამდებობის პირებმა
მიღებული საჩუქრების
სახით დაადეკლარირეს,
ჩინოვნიკებს ოჯახის
წევრებმა 23 მლნ ლარის ნაღდი
ფული და 123 ძვირადღირებული
უძრავი ქონება აჩუქეს.
ირაკლი ღარიბაშვილის
მაგალითზე პროკურატურამ
დაადასტურა, რომ ამ გზით
ზოგიერთი თანამდებობის
პირი არალეგალური
შემოსავლის შენიღბვას
ცდილობს. ბოლო 10 წლის
განმავლობაში კორუფციის
ამ სქემების
გასაჯაროებისთანავე
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველოს“ ათობით
წერილი აქვს გაგზავნილი
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანტიკორუფციულ
სააგენტოსა და
პროკურატურაში კონკრეტული
შემთხვევების გამოძიების
მოთხოვნით. რამდენიმე თვის
წინ რეაგირების მოთხოვნით
ოფიციალურად გავუგზავნეთ
მასალები ანტიკორუფციულ
ბიუროსაც ჩვენს მიერ
გამოვლენილ 65 კორუფციულ
საქმეზე. რეაგირება
არცერთი ამ უწყების
მხრიდან არ ყოფილა", - წერს
საერთაშორისო
გამჭვირვალობა -
საქართველო.
1762159496