თბილისი (GBC) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და „სოკარს“ შორის მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა, ასევე სამომავლო პროექტები განიხილეს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის სფეროში.
შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს დაგეგმილია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის „სოკარის“ პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.