თბილისი (GBC) – ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Somon Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარულ რეისი შეასრულა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე-თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.
ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს.
Somon Air რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.