თბილისი (GBC) – recov.ge-ის ინფორმაციით, ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 865 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საანალიზო პერიოდში ბაზრის ზომა 22%-ით, 274 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრში კი 1%-ით. რაც შეეხება ფართო ცენტრს, მაჩვენებელი 1%-ით, კვ.მ.-ზე 1,073 აშშ დოლარამდე შემცირდა.
recov.ge-ის მტკიცებით, 2024 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 14% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამასთან, 2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 23%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით არის შემცირებული.