თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, „თელასის“ მიერ 2024 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ კომპანიისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს ინვესტიციების მოცულობამ, ქსელზე ახალი მიერთებების ჩათვლით, ₾160 მლნ-ს გადააჭარბა, რაც 250%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„თელასში“ აცხადებენ, რომ პროექტები თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები ჩატარდა მაღალი და დაბალი ძაბვის ქვესადგურების და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების 110/35/10/6/04 ქსელის ძირითადი აღჭურვილობის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების მიზნით. მიმდინარეობს SCADA-ს სისტემის დანერგვისა და ახალი ქვესადგური „კრწანისის“ მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები.
ძირითადი მოწყობილობების რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია განხორციელდა ქვესადგურებში „მახათა“, „სანაპირო“, „დიღომი-2“, „აეროპორტი“, „ნავთლუღი-2“, „საბურთალო-1“. ქვესადგურში „დიღომი-2“ შეიცვალა ძალოვანი ტრანსფორმატორები T1 და T2. დასრულდა ოთხი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის სრული რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია: ცგპ-0417, ცგპ-0080, ცგპ-5060 და ცგპ-3614. ასევე ჩატარდა რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოები 35-კვ ელექტროგადამცემ ხაზებზე „ლილო-1-2“, 110-კვ ელექტროგადამცემ ხაზებზე „დიღომი-102“, „დიღომი-103“ და საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზებზე ჯამური სიგრძით 136 კმ.
2024 წელს თელასმა 3,757 მლრდ კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8.5%-ით (293 მლნ კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წელს განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. კომპანია აღნიშნულ მატებას ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდას უკავშირებს.
სს თელასის აბონენტთა რაოდენობა გასული წლის ბოლოს, 4%-ით (29,8 ათასი აბონენტით) გაიზარდა y.y და 780.7 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 699.1 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 81.6 ათასი – იურიდიული პირი.
2024 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7,153 კმ შეადგინა, რაც 4.4%-ით (299 კმ-ით) აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს (6,854 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
თელასმა 2024 წლის საოპერაციო მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2024 |
2023 |
+/- y.y |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
7 153 |
6 854 |
+4,4% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ |
3,757 |
3,464 |
+8,5% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათასი |
780,7 |
750,9 |
+4% |