თბილისი (GBC) – ყაზახურმა ყაზტრანსოილმა იანვარ–თებერვალში აქტაუს პორტიდან ექსპორტზე 232 000 ტონა ნავთობი გადატვირთა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით გავიდა. 

საანგარიშო პერიოდში აქტაუდან მახაჩყალის პორტის მიმართულებით 331 000 ტონა ნავთობი გაიტანეს ყაზახებმა.

ნავთობის სატრანსპორტო კომპანიამ ყაზტრანსოილმა 2023 წელს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენის სისტემით გადაზიდვები 5,5–ჯერ გაზარდა 1,4 მლნ ტონამდე.

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ 2024 წელს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გავლით 1,5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავენ.