თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში სულ $7 829 230-ის ყველი შემოვიდა, $1 061 400-ით მეტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ყველის იმპორტმა $6 767 830 შეადგინა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი საანგარიშო პერიოდში თითქმის 15.6%–ით არის გაზრდილი. 

საქსტატის მონაცემებით, საიმპორტო ქვეყნების წილი ყველის მთლიან იმპორტში წლების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა.

2024 წლის ყველის საიმპორტო TOP სამი ქვეყანაა:

  • გერმანია - $1 371 670;
  • თურქეთი - $999 960;
  • რუსეთი - $826 230.

საქართველოში იმპორტზე ყველაზე მეტი ყველი (ცისფერი, მდნარი, სრესილი და ახალი ყველის გარდა) შემოდის $3 100 430-ად. შემდეგ მოდის ახალი ყველი, (მოუმწიფებელი ან დაუვარგებელი), შრატ-ალბუმინური ყველის ჩათვლით და ხაჭო $2 627 970-ად.

ექსპორტს რაც შეეხება, 2024 წელის მე-2 კვარტალში ქვეყნიდან გავიდა $280 000-ის ყველი, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში $516 740-ის ღირებულების ყველი. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში თითქმის 45.8%-ით არის შემცირებული. 

2024 წლის ყველის საექსპორტო TOP სამი ქვეყანაა:

  • სომხეთი - $211 600;
  • აშშ - $45 520;
  • კანადა - $16 360. 

2023 წელს კი ყველის საექსპორტო TOP სამი ქვეყანა იყო:

  • აშშ - $258 050;
  • სომხეთი - $255 340;
  • ჰონკონგი - $3 300.