საია აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების წინასასამართლ...
„რვაპირიან (ნიკოლოზ
ჯავახიშვილის, თორნიკე
გოშაძის, ირაკლი
მიმინოშვილის, ზვიად
ცეცხლაძის, ვეფხვია
კასრაძის, ვასილ
კაძელაშვილის, გიორგი
გორგაძის და ინსაფ ალიევის)
და თერთმეტპირიან (ანდრო
ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის,
გურამ მირცხულავას, ჯანო
არჩაიას, ლუკა ჯამბურიას,
რუსლან სივაკოვის, რევაზ
კიკნაძის, გიორგი
ტერაშვილის, ვალერი
თეთრაშვილის, სერგეი
კუხარჩუკის და ირაკლი
ქერაშვილის) საქმეებზე
დაცვის მხარის არაერთი
წარმომადგენელი
შუამდგომლობდა
პროკურატურის მიერ
წარდგენილ მტკიცებულებათა
ნუსხიდან
ვიდეოჩანაწერების
დაუშვებლობის თაობაზე,
რადგან მიაჩნდათ, რომ
საჯარო წყაროებში
გამოქვეყნებული ვიდეო
ჩანაწერების გამოთხოვა
უნდა მომხდარიყო
კომპიუტერულ მონაცემთან
დაკავშირებული
საგამოძიებო მოქმედებების
გზით – დოკუმენტის ან
ინფორმაციის გამოთხოვით –
სსსკ-ის 136-ე მუხლით.კერძოდ,
თუ არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი, რომ კომპიუტერულ
სისტემაში ან კომპიუტერულ
მონაცემთა შესანახ
საშუალებაში ინახება
სისხლის სამართლის
საქმისთვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია ან დოკუმენტი,
პროკურორი, დაცვის მხარე
უფლებამოსილია გამოძიების
ადგილის მიხედვით
სასამართლოს მიმართოს
შესაბამისი ინფორმაციის
ან დოკუმენტის გამოთხოვის
განჩინების გაცემის
შუამდგომლობით”, –
ნათქვამია
განცხადებაში.საიაში
ამბობენ, რომ დაცვის მხარის
წარმომადგენლების
არგუმენტაციით,
ვიდეომასალები, რომლებიც
განთავსებული იყო საჯარო
სივრცეში იმ საფუძვლით
უნდა ყოფილიყო დაუშვებელი,
რომ მათი მოპოვების წესი
იყო დარღვეული, მათზე უნდა
გავრცელებულიყო არა
სსსკ-ის 125-126-ე მუხლები,
არამედ სპეციალური 136-ე
მუხლი, რადგან საქმე
კომპიუტერულ მონაცემს
შეეხებოდა.„მოსამართლემ
დაცვის მხარის
შუამდგომლობა არ
დააკმაყოფილა, მაშინ
როდესაც მზია ამაღლობელის
საქმეზე ანალოგიური
შინაარსის შუამდგომლობას
ბათუმის საქალაქო
სასამართლოში მოსამართლემ
პროკურატურას
დაუკმაყოფილა და
დაუშვებლად ცნო დაცვის
მხარის მიერ
დათვალიერების გზით
მოპოვებული
მტკიცებულებები. კერძოდ,
მოსამართლე ვიქტორ
მეტრეველი განჩინებაში
განმარტავს, რომ „2025 წლის 05
თებერვალს “myvideo”-ს საიტის, 12
თებერვალს, 23 თებერვალს და 24
თებერვალს „youtube”-ს საიტის
დათვალიერებისას
მოპოვებული ვიდეოფაილები,
გადმოწერილი კომპიუტერში
და ჩაწერილი ლაზერულ
დისკებზე და შემდეგ
თანდართული დათვალიერების
ოქმებზე წარმოადგენს –
კომპიუტერულ სისტემაში
არსებულ მონაცემებს,
რომლის გამოთხოვის,
მოპოვების და არა
დათვალიერებით მიღების
წესი გათვალისწინებულია
სსსკ-ის 136-ე მუხლის
დებულებებით. დაცვის
მხარეს ინფორმაციის
გამოთხოვის კუთხით ჰქონდა
განჩინების მოპოვების
შესაძლებლობა, რაც მას
მოცემულ კონკრეტულ
შემთხვევაში არ
განუხორციელებია.თუმცა
კანონი მხარეს აძლევს
უფლებას საქართველოს
სსკ-ის 125-ე და 126-ე მუხლებით
გათვალისწინებული
საგამოძიებო მოქმედების
ჩატარებით მოიპოვოს
სისხლის სამართლის
საქმისთვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია, ანუ ჩატარებულ
იქნეს და დათვალიერებულ
იქნას ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტი, რაც
მოცემულ შემთხვევაში
დათვალიერების ოქმების
შედგენისას დაცულია და
აღნიშნული საგამოძიებო
მოქმედება დაცვის მხარემ
კანონის მოთხოვნათა
დაცვით ჩაატარა, თუმცა
იმდენად რამდენადაც,
საქმისთვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია კომპიუტერულ
სისტემაში დაცული იყო
კომპიუტერული მონაცემების
სახით, ადვოკატების მიერ
ლაზერულ დისკზე ჩაწერა და
შემდეგ სისხლის სამართლის
საქმეზე დართვა სცდება
დათვალიერების მიზანს და
ეწინააღმდეგება მოქმედი
სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობის
მოთხოვნებს. მოცემულ
შემთხვევაში დათვალიერება
გადაიზარდა ინფორმაციის
გამოთხოვაში“.მართალია,
რომ სხვადასხვა
მოსამართლეს შესაძლოა
ჰქონდეს განსხვავებული
სამართლებრივი
შეხედულებები სხვადასხვა
სამართლებრივ საკითხზე,
თუმცა ცალსახაა, რომ
აქტივისტების საქმეებზე
მოსამართლეების
გადაწყვეტილებები
ყოველთვის აქტივისტების
წინააღმდეგაა მიმართული,
რაც კიდევ ერთხელ უსვამს
ხაზს, რომ ამ საქმეებში
პოლიტიკური ნიშნით დევნის
მოტივები იკვეთება.
საგულისხმოა, რომ
სააპელაციო სასამართლომ
მოგვიანებით შეცვალა
ბათუმის საქალაქო
სასამართლოს
გადაწყვეტილება და
დასაშვებად ცნო დაცვის
მხარის მიერ წარდგენილი
ზემოთ ხსენებული
ვიდეომტკიცებულებები”, –
აღნიშნავენ
ორგანიზაციაში.მეორე
პრობლემად საიაში
გამოკვეთენ არსებითი
განხილვისთვის საქმის
გადაცემას. ორგანიზაციაში
აღნიშნავენ, რომ სისხლის
სამართლის საპროცესო
კანონმდებლობის
შესაბამისად, არსებითი
განხილვისათვის საქმის
გადაცემა დასაშვებია იმ
შემთხვევაში, თუ
სასამართლო დარწმუნდება,
რომ ბრალდების მხარის მიერ
წარდგენილი
მტკიცებულებები ალბათობის
მაღალი ხარისხით იძლევა
საფუძველს ვარაუდისათვის,
რომ დანაშაული ამ პირმა
ჩაიდინა – თუ ბრალების
მხარის მიერ წარდგენილი
მტკიცებულებები ალბათობის
მაღალი ხარისხით არ იძლევა
საფუძველს ვარაუდისათვის,
რომ დანაშაული ამ პირმა
ჩაიდინა, წინასასამართლო
სხდომის მოსამართლე
განჩინებით წყვეტს
სისხლისსამართლებრივ
დევნას.მათი განცხადებით,
არცერთ ბრალდებულთან
მიმართებით სასამართლოს
არ მიუჩნევია, რომ
არსებობდა სისხლის
სამართლებრივი დევნის
შეწყვეტის საფუძველი და
ყველა საქმე გადასცა
არსებითად
განსახილველად.ამასთან,
ორგანიზაციაში საუბრობენ
პატიმრობის ძალაში
დატოვების საკითხზეც –
მათი განცხადებით, ყველა
წინასასამართლო სხდომაზე,
რომელიც შეეხებოდა
აქტივისტების წინააღმდეგ
მიმდინარე საქმეებს და
ბრალდებულები პატიმრობაში
იმყოფებოდნენ,
მოსამართლეებმა ისინი
პატიმრობის გადასინჯვისას
კვლავ ყველაზე მკაცრი
აღკვეთის ღონისძიების
პატიმრობის ქვეშ
დატოვეს.„ერთადერთი საქმე,
რომელში ბრალდებულების
ნაწილსაც მოსამართლემ
პატიმრობა ნაკლებად
მკაცრი აღკვეთის
ღონისძიებით შეუცვალა,
ბათუმის ხელოვნების
უნივერსიტეტის დეკანისა
და სტუდენტების საქმეა.
ოთხი ბრალდებულის მიმართ
პირველი წარდგენის
სხდომაზე გამოყენებული
პატიმრობა სასამართლომ
გირაოთი შეცვლა
დაზარალებულების
განცხადების საფუძველზე,
რომელთაც თავად მიმართეს
პროკურატურას
ბრალდებულთათვის
არასაპატიმრო ღონისძიების
გამოყენების
თაობაზე.ყურადსაღებია, რომ
სასამართლო არ
ითვალისწინებს იმ ახალ
გარემოებას, რომ ამ
საქმეებზე დასრულდა
გამოძიება,
მტკიცებულებები
სასამართლოშია წარდგენილი
და აღარ არსებობს მათი
მოპოვებისათვის ხელშეშლის
რისკები. ამასთან
სასამართლო მხედველობაში
არ იღებს ინდივიდუალურ
გარემოებებს და
ბრალდებულთა პიროვნულ
მახასიათებლებს, მათ
საქმიანობას, ასაკს (ნაწილი
მათგანი არიან სტუდენტები),
ოჯახურ მდგომარეობას,
ჯანმრთელობას, იმას რომ ამ
საქმეებზე ბრალდებულ
პირთა უმეტესობა
გამოირჩევა აბსოლუტურად
სუფთა წარსულით,
ადმინისტრაციულ
სახელდებულნიც კი არ
არიან”.საიაში აღნიშნავენ,
რომ სასამართლომ ჯამში 40
ბრალდებულიდან ვერც ერთის
მიმართ ვერ დაინახა
პატიმრობის გაუქმებისა
ან/და მათთვის ნაკლებად
მკაცრი აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების
რისკები, მაშინ, როდესაც
დაცვის მხარის არაერთი
წარმომადგენელი
სასამართლოს წინაშე
შუამდგომლობდა აღკვეთის
ღონისძიებასთან ერთად
ნებისმიერი დამატებითი
ვალდებულების
გამოყენებას, იქნებოდა ეს
ელექტრონული მონიტორინგი,
კონკრეტული ტერიტორიის
დაუტოვებლობა თუ სხვა
ნებისმიერი ვალდებულება,
რასაც სასამართლო
მიზანშეწონილად მიიჩნევდა
და რომელსაც ძირითად
აღკვეთის ღონისძიებასთან
ერთად შეეძლო
გაენეიტრალებინა
ყოველგვარი რისკი.საიაში
მიუთითებენ საჯაროობის
პრინციპის
უგულებელყოფაზეც, კერძოდ,
ორგანიზაციაში
აღნიშნავენ,
რომ:„თერთმეტპირიან
სხდომაზე, ბრალდებულების
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე
ცხადაძის, გურამ
მირცხულავას, ჯანო არჩაიას,
ლუკა ჯამბურიას, რუსლან
სივაკოვის, რევაზ კიკნაძის,
გიორგი ტერაშვილის, ვალერი
თეთრაშვილის, სერგეი
კუხარჩუკის და ირაკლი
ქერაშვილის
წინასასამართლო სხდომაზე,
რომელთაც ბრალდება სსკ-ის
225-ე მუხლის მეორე ნაწილით
გათვალისწინებულ
დანაშაულს ედავება, რაც
ჯგუფურ ძალადობაში
მონაწილეობას გულისხმობს,
მოსამართლე ირაკლი
შვანგირაძემ სასამართლო
სხდომა (2025 წლის 05 მარტს)
ნაწილობრივ
დახურა.მართალია,
მოსამართლე უფლებამოსილია
წესრიგის დაცვის მიზნით,
საკუთარი ინიციატივით
ნაწილობრივ ან სრულად
დახუროს სასამართლო
სხდომა, თუმცა
მხედველობაში უნდა მიიღოს
საჯაროობის პრინციპი და
საქმისადმი საზოგადოების
მაღალი ინტერესი.
მოსამართლემ შემდგომ, 10
მარტის და 13 მარტის
სხდომებზეც მხოლოდ მედიის
წარმომადგენლები დაუშვა
და პროცესზე დასწრება
შეუზღუდა საიას
წარმომადგენელს,
მიუხედავად იმისა, რომ ამის
თაობაზე მოსამართლის
წინაშე დაცვის მხარემაც
იშუამდგომლა.
სადამკვირვებლო მისიებთან
ერთად პროცესზე
მოსამართლემ არ დაუშვა
სახალხო დამცველის და
საელჩოების
წარმომადგენლებიც”, –
ნათქვამია
შეფასებაში.საიაში
აღნიშნავენ, რომ სისხლის
სამართლის პროცესების
მონიტორინგის 14-წლიანი
ისტორიის განმავლობაში
არასდროს გამოვლენილა
ორგანიზაციის
წარმომადგენლების მხრიდან
სასამართლო სხდომის
დარბაზში წესრიგის
დარღვევის ან სასამართლოს
უპატივცემულობის
შემთხვევა – მოსამართლის
გადაწყვეტილებით
უფლებადაცვით
ორგანიზაციას
დაუსაბუთებლად შეეზღუდა
სასამართლო სხდომაზე
დაკვირვება. მათი
შეფასებით, აღნიშნული
კონკრეტული მოსამართლის
მიერ სასამართლოს
დისკრეციის თვითნებური და
საჯაროობის პრინციპის
საწინააღმდეგო
გამოყენებაა.
9:27