თბილისი (GBC) -  დედოლარიზაციის კამპანია პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. განიხილავს. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ლარიზაციის პოლიტიკა ეროვნული ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

„თუ 10 წლის წინ სესხებისა და დეპოზიტების 80% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული - უპირატესად დოლარსა და ევროში, დღეს ეს მაჩვენებელი განახევრდა და სესხების დაახლოებით 60%, ასევე დაახლოებით ამდენივე დეპოზიტი უკვე ეროვნულ ვალუტაშია",- განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ .

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების, არამედ მისი მყისიერი გამყარების თავიდან აცილებაც, რადგან გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადი ცვლილებები ბიზნესსაქმიანობას ართულებს.

აღნიშნა, რომ დედოლარიზაცია და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გამყარება ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა - მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში სავალუტო ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს.