თბილისი (GBC) - 2026 წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 11 828 ფაქტი გამოავლინეს, კერძოდ: 

  • საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის -  4739
  • გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის - 106
  • საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის - 3
  • პირის მიერ სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც სსკ-ით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - 5747
  • საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმის - 1233