თბილისი (GBC) - ბანკები ვადიანი ანაბარზე სარგებელს ამცირებენ. 16 მაისის მდგომარეობით, აშშ დოლარში ყველაზე მაღალი სარგებლის შეთავაზება -3.9% ლიბერთის აქვს.

ვადიანი ანაბრის განთავსება რეზიდენტს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს ძირითადად 3 ვალუტაში, ლარში დოლარსა და ევროში შეუძლია. ბრიტანულ ფუნტში საქართველოს ბანკსა და თიბისიში (BOGG -  1.5%; TBC- 0.15%).

ბიზნესპარტნიორის ინფორმაციით, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განმარტებით, განაკვეთის შემცირება მონეტარული პოლიტიკის შერბილებას უკავშირდება. რეფინანსირების პროცენტის კლება ბაზარზე ცოტა დაგვიანებით აისახა.

სისტემურმა ბანკებმა განაკვეთები აპრილში დასწიეს. თიბისიმ ლარში შეამცირა, ასევე აშშ დოლარშიც. საქართველოს ბანკმა, მხოლოდ ლარში შეამცირა, სავალუტო პირიქით გაზარდა. აშშ დოლარში 0.5%პ-ით მოიმატა.

ამ დროისთვის ლარში ყველაზე მაღალ სარგებელს -2.8% მომხმარებელს კრედო სთავაზობს, თუმცა ყოფილი მისო მილიარდერთა TOP 7-ში ვერ ხვდება. რეიტინგი წარმოადგენს ბანკებს 1 მლრდ -ზე მეტი სადეპოზიტო პორტფელით. 

 

ლარი

დოლარი

ევრო

საქართველოს ბანკი

10.0%

1.5%

0.4%

თიბისი ბანკი

10.0%

1.5%

0.4%

ლიბერთი ბანკი

10.2%

3.9%

1.5%

ბაზისბანკი

10.5%

3.5%

2.0%

ქართუ ბანკი

9.25%

3.25%

2.0%

ტერა ბანკი 

10.5%

3,2%

2.5%

პროკრედიტ ბანკი 

10.0%

2.15%

1.65%  

 

TOP 7 ბანკი დეპოზიტებით

Q1/2024

Q1/2023

საქართველოს ბანკი

21 834 041

17,377 

თიბისი ბანკი

21 092 444

17,021

ლიბერთი ბანკი

3 155 617

2,730  

ბაზისბანკი

2 209 406

1,879  

ქართუ ბანკი

1 377 689

0,978  

ტერა ბანკი 

1 120 803

0,916 

პროკრედიტ ბანკი 

1 077 231

0.886