თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ($278 514 900) გამტარ სისტემებს შორის Zolotaia Korona კვლავ ლიდერობს და ამ არხით მთლიანი ნაკადის 26,2% შემოვიდა. ამ სისტემით აპრილში საქართველოში $72 987 223 გადმოირიცხა.
მეორე ადგილზეა RIA, რომლის წილმა მთლიანი ფულადი გზავნილების გატარებაში 23,7% შეადგინა $66 058 300–ით.
მესამე ადგილზეა Money Gram 18,7%–ით და $52 179 400–ით.
მეოთხე ადგილს იკავებს Western Union 16,8%–ით და $46 684 300–ით.
მეხუთეზეა Intel Express – 11,6%–ით და $32 243 400–ით.
უმსხვილეს სისტემებს შორის მეექვსეა Rico Gram – 2,9%–ით, $8 102 300–ით.
სხვა სისტემებზე მთლიანი გზავნილების მხოლოდ 0,1% მოდის და ჩარიცხულია $259 700.