თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC (BOGG) – ის და მისი შვილობილი საქართველოს ბანკის მიერ სომხური Ameriabank-ის შეძენა, აქციონერების დასტურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მარეგულირებელი თანხმობის შემდეგ, სომხეთის მარეგულირებლის დასტურის მოლოდინში იყო. 

კომპანიის საბჭომ და მენეჯმენტმა დღეს, სომხეთის კონკურენციის დაცვის კომისიისგან და სომხეთის ცენტრალური ბანკისგან უპირობო თანხმობის მიღების შესახებ განაცხადა, რომლის შემდეგაც, მხარეები სწრაფად გეგმავენ შესყიდვის ხელშეკრულების დასრულებას.

ცნობისთვის, როგორც კომპანიის მიერ 2024 წლის 19 თებერვალს აღინიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 11,713 აქცია შეინარჩუნა Ameriabank-ში, რაც ბანკის მთლიანი გამოშვებული სააქციო კაპიტალის 10%-ს შეადგენს (put and call option-ით). აღნიშნული put/call-ის ოფციონის უფლება, კონტრაქტის შესაბამისად, BOGG-ს უფლებას აძლევს  გამოიხმოს აქციები ტრანზაქციის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო put ოფციონის გამოყენება კი შესაძლებელია 3 წლის დასრულების შემდეგ, 180 დღის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში, დარჩენილ აქციებს BOGG შეისყიდის.

საერთო ჯამში, BOGG და საქართველოს ბანკი 105,419 აქციას შეიძენენ, საიდანაც 60%-ს (70,279 აქცია) BOGG, ხოლო 30%-ს (35,140 აქცია) კი საქართველოს ბანკი დაიკავებს.

ტრანზაქციის ჯამური ღირებულება $303,588,374 (+ პროცენტი), საიდანაც 92.4% ($252.5 მლნ +პროცენტი) ქეშის სახით, ტრანზაქციის დასრულებისას გადაიხდება, ხოლო 7.6% ($20.8 მლნ +პროცენტი) კი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.