თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC-ის მენეჯმენტმა გადავადებული აქციები გაანაღდეს.
კერძოდ, აქციები ჯგუფის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ, მისმა მოადგილეებმა სულხან გვალიამ, ზურაბ ქოქოსაძემ და ნუცა გოგილაშვილმა გაანაღდეს, საიდანაც გოგილაშვილმა ნაწილი გაყიდა.
გაჩეჩილაძემ თავისი კუთვნილი არაფულადი ანაზღაურებიდან, ანუ აქციებიდან გადავადებული 162,893 ცალი ჩვეულებრივი აქცია გაანაღდა (ნომინალი 0.01), თუმცა აქედან 35,185 ცალი აქცია საგადასახადო ვალდებულებების სახით დაკავდა და მას 127,708 ცალი აქცია დარჩა.
გცალიამ 68,831 ცალი აქცია გაანაღდა, საიდანაც გადასახადებზე 14,868 ცალი აქცია წავიდა და საბოლოო ჯამში მან 53,963 აქცია მიიღო.
ქოქოსაძემ 34,316 აქცია გაანაღდა, საიდანაც 7,413 აქცია გადასახადებზე მიიმართა, 26,903 კი მიიღო.
რაც შეეხება გოგილაშვილს, რომელიც დირექტორის მოადგილისმოვალეობასთან ერთად,საცალო და მიკრობანკინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მან 19,118 აქცია გაანაღდა, საიდანაც 4,130 აქცია გადასახადების სახით დაკავდა და შედეგად 14,988 აქცია მიიღო.
გაჩეჩილაძემ და გვალიამ აქციები 19 მარტს გაანაღდეს, ქოქოსაძემ 18 მარტს, ხოლო გოგილაშვილმა 20 მარტს, რომელმაც მიღებული აქციების პრაქტიკულად ნახევარი იმავე დღეს ბირჟის გარეთ გაასხვისა.
კერძოდ, გოგილაშვილმა 7,000 აქცია, საშუალო ფასით £47.52-ად გაყიდა რითიც ჯამში £332,625.44-ის შემოსავალი მიიღო.
ცნობისთვის, გოგილაშვილი BOGG-ს 2016 წელს შეუერთდა, დირექტორის მოადგილის მოვალეობას 2022 წლის დეკემბრიდან ასრულებს, თუმცა მისი დანიშვნა კვლავ რეგულატორის დასტურის მოლოდინშია.
ამ მომენტში (12:30 GMT+4) BOGG-ის აქციის ფასი £48.8 - ია, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების მოცულობა კი 45,709,102 - ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, მენეჯმენტი ფულად ანაზღაურებასთან ერთად, საბონუსე აქციებსაც იღებენ, რომელთა განაღდებაც კონტრაქტის შესაბამისად, რამდენიმე წლის განმავლობაში გარკვეული %-ულობით შეუძლიათ.
FY22 დასრულებული წლისთვის, გაჩეჩილაძე ჯამში 623,978 აქციას ფლობდა (გადავადებული, განაღდებული და პირდაპირი ფორმით), გვალია 243,521-ს, ქოქოსაძე 76,667-ს, ხოლო გოგილაშვილი კი 20,174-ს.