თბილისი (GBC) საქართველოს ბანკმა შეგროვებადი ანაბრის პირობები შეცვლა. 20 000 ლარიდან, წლიური სარგებელი 9.5%-ით განისაზღვრება. 20 000 ლარამდე კი – 9%.
შეგროვებადი დეპოზიტი 10 ერთეულიდან იხსნება ლარში, აშშ დოლარსა და ევროში. ცვლილება მხოლოდ ლარის დეპოზიტს შეეხო.
მაისამდე, ლარის ანაბრის განაკვეთი, მარტშიც დაკორექტირდა. ვადიანი ანაბრის სარგებელი 11.1%-დან, 10%-მდე შემცირდა.
ბაზარზე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების დეპოზიტების პორტფელი ყველაზე მსხვილია. BOGG, 46%-მდე საბაზრო წილით, ბაზრის ლიდერია.
ბანკს შეთავაზება 4 ვალუტაში აქვს. ლარში 1 წლიანი ანაბრის წლიური სარგებელი (ვადის ბოლოს გატანის პირობით) 10%-ია, აშშ დოლარსა და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში – 1.5%; ევროში – 0.4%.
₾₾₾₾₾₾₾ | Q1/2024 | საბაზრო წილი |
აქტივები |
31 309 827 | 38.7% |
დეპოზიტების სულ | 21 834 041 | 40.5% |
მ.შ. ფიზ. პირების | 12 767 800 | 45.8% |
იურ. პირების | 6 646 919 | 33.3% |
კაპიტალი | 12 939 216 | 35.5% |
₾₾₾₾₾₾₾ | 000₾ | % |
წყარო: კომერციული ბანკი & ბიზნესპარტნიორი