თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის ჯგუფმა მესამე კვარტალი და წლის პირველი 9 თვის მაჩვენებლები შეაჯამა. საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე კომპანიისთვის Q3-ს „ძლიერ კვარტალად“ აფასებს. მისივე თქმით, გაზრდილია საოპერაციო შემოსავლები, მოგება და კაპიტალზე უკუგებაც.

„ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი ძლიერი კვარტალი, რასაც აჩვენებს ძლიერ საოპერაციო შემოსავალს, მოგების ზრდას. კაპიტალზე უკუგება 30%–ზე მეტია.

2023 წლის პირველ ცხრა თვეში მოგებამ (ერთჯერადი შემოსავალზე კორექტირებული) შეადგინა 1,046.2 მლნ ლარი, წლიურად 29.8%-ით მეტი, ხოლო ROAE 31.1%. ეს მაჩვენებლები ასახავს ჯგუფის თანმიმდევრულობას მისი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

ჩვენი მიზანია ვიყოთ აქტუალური ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში, უმაღლესი ხარისხის სერვისებითა და გამოცდილებით. საქართველოს ბანკის პრომოუტერების პროცენტული მაჩვენებელი (NPS) დარჩა ძირითადად სტაბილური, 59-ზე, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია მსოფლიოში უნივერსალური ბანკისთვის“, – წერს ბანკის აღმასრულებელი დირექტორ.

59  (NPS) ზოგადად საკმაოდ კარგ მაჩვენებლად ითვლება ბანკისთვის. NPS საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოს უნივერსალურ ბანკებში -100-დან +100-მდე მერყეობს.  0-ზე მეტი ქულები დადებითად ითვლება, ხოლო 50-ზე მეტი ქულა ხშირად შესანიშნავად ითვლება.

გაჩეჩილაძის თქმით, Q3-ში კომპანიის მენეჯმენტი მომხმარებლის ჩართულობის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული ყველა სეგმენტში და შედეგიც დამაკმაყოფილებლად მიაჩნია.

„მთელი კვარტალი ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით ჩვენს მზარდ მომხმარებელთა ბაზასთან ჩართულობის გაღრმავებაზე ყველა ძირითად სეგმენტში. საქართველოს ბანკს, მესამე კვარტალში 41 ათასზე მეტი ხოლო ბოლო თორმეტ თვეში 193 ათასზე მეტი აქტიური საცალო  მომხმარებელი  დაემატა“, – წერს არჩილ გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, ბევრი სამუშაო კეთდება ბანკის საცალო ფინანსურ Superapp-ებსა  და სხვა ციფრულ არხებზე, მათ შორის ბიზნესებისთვის არსებული მობილური აპლიკაციისთვის.

„2023 წლის სექტემბერში ციფრულმა MAU-მ  (ყოველთვიური აქტიური მომხმარებლები) მიაღწია 1.3 მილიონ ფიზიკურ პირს, რაც წინა წელთან შედარებით 25.6%-ით მეტია. ყოველდღიური გამოყენება (DAU/MAU) საცალო მობილურ აპლიკაციებსა და ინტერნეტბანკინკში  46.8% იყო“, – ამბობს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

ბანკის Business Digital MAU-მ შეადგინა 69 ათასი მომხმარებელი, რაც 31.9%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მნიშვნელოვანია საცალო ვაჭრობის პროდუქციის წილი, ციფრული არხები მესამე კვარტალში, მეორე კვარტალის 37.9%-დან - 47.1%-მდე გაიზარდა.

საქართველოს ბანკში ტრანზაქციების მოცულობა მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46.3%-ით გაიზარდა და მთლიანი ბაზრის  55.2% უკავია (3Q22 - 48.9%).

2023 წლის სექტემბერში, 1.2 მლნ-მა საცალო მომხმარებელმა გამოიყენა BOG ბარათები გადახდებისთვის (ერთხელ მაინც), რაც წინა წელთან შედარებით 24,8%-ით მეტია.

„ეს არის ძალიან კარგი შედეგი, რომელიც  გამოწვეულია ლოიალური პროგრამით.  ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ წინსვლას საქართველოში, რადგან ეკონომიკა მეტად გადადის უნაღდო ანგარიშწოდებებზე“, – მიიჩნევს გაჩეჩილაძე.