თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ცნობით, მისი პარტნიორი კომპანია სითი მოლი 14 წლის ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, სითი მოლში შოპინგისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (max 100 ₾).

აღნიშნული აქცია მხოლოდ 29 ოქტომბერს მოქმედებს და ვრცელდება სითი მოლი საბურთალოს, ასევე, სითი მოლი გლდანის ყველა პარტნიორ მაღაზიაში, სადაც ხელმისაწვდომია ნაწილ-ნაწილით გადახდა.

მომხმარებელს ქეშბექის აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხ 3 სამუშაო დღეში ბრუნდება.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სხვა წამახალისებელი შეთავაზებებიც მოუმზადა. მ.შ.:

·         30 ოქტომბერს - SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას დახარჯული თანხის 30% ბრუნდება;

·        31 ოქტომბერსPLUS ბარათით, . min 50 ლარის გადახდისას 5-ჯერ მეტი PLUS ქულა გროვდება (max 20 000 ქულა).

 ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის ახალი მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს,  რასაც ერთიანად გადაიხდიდით.