თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.16 მლრდ ლარით (2.66%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით გაიზარდა) და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა. 

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 596.47 მლნ ლარით (2.48%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 564.43 მლნ ლარით (2.88%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.24%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.43%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.80%-ით მეტი).

2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 23.66 მლრდ ლარი შეადგინა.

2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.03 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.06 პროცენტული პუნქტით).