თბილისი (GBC) -  მშპ-სთან სესხების და დეპოზიტების შეფარდების მაჩვენებელი შემცირებულია. 

სებ-ის განახლებული სტატისტიკით, დეპოზიტების კოეფიციენტი 61.7%-ია (01.01.2025 – 63.5%), სესხების 67.6% (01.01.2025 – 67.8%)

Q1/2025-ის მდგომარეობით, ბანკების აქტივები მშპ-სთან 104.5%-ია, 98.225 მლრდ ლარს შეადგენს (01.01.2025 -95.7 მლრდ, 01.06.2025 – 98.228 მლრდ).

საანგარიშო პერიოდისთვის დეპოზიტები (მიმდ. ანგარიშები, ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბრები)  58.47 მლრდ ლარია (01.01.2025 -₾58.26 მლრდ , 0106.2025 – ₾58.9 მლრდ). აქედან  მთავრობის დეპოზიტების წილი მუდმივად 6-7% დიაპაზონშია. 1 ივნისის მდგომარეობით, 4.3 მლრდ ლარია - 7.3%.

სებ-ი კოეფიციენტის განსაზღვრისას ბოლო 4 კვარტლის მშპ-ს მონაცემით ხელმძღვანელობს .

პროცენტულად მშპ-სთან (%)

 

დეპოზიტები

აქტივები

სესხები

01-04-2025

61,7

104,5

67,5

01-01-2025

63,5

104,3

67,8

01-04-2024

62,5

97,7

64,8

01-04-2023

57,4

89,3

59,5

01-01-2022

58,4

97,2

68,1

წყაროსებ-ი & BRG