თბილისი (GBC) - ბანკებმა ანაბრის სარგებელი ოქტომბერ-ნოემბერში კვლავ გაზარდეს.
თუმცა წლის დასაწყისიდან კლებაა, რაც ნაწილობრივ გლობალურ პროცესებს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას უკავშირდება. აშშ-ს ფედრეზერვის ბოლო ცვლილებით, ძირითადი განაკვეთი 4.5%/4.75%-მდეა შემცირებული.
საქართველოს ბაზარი გლობალურ ტრენდს სინქრონულად არა, თუმცა მიმართულებას მიჰყვება.
ამ დროისთვის (11.11.2024) აშშ დოლარით დენომინირებულ ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი ლიბერთის აქვს. ლარში კი დეპოზიტარს ყველაზე მაღალ პროცენტს "ბაზისბანკი" თავაზობს.
ამასთან წამატების კამპანიაა რამდენიმე ბანკში. საქართველოს ბანკში ინტერნეტბანკით გახსნილ ანაბრის სარგებელს +0.25% -ია. +1% წამატების აქციაა "პროკრედიტში, სხვა ბანკიდან გადატანისას ანაბრის სარგებელს 1% ემატება. შესაძლოა მეტიც. განაცხადები ინდივიდუალურად განიხილება.
+1% კამპანია აგვისტოდან სავალუტოზე და 22 ოქტომბრიდან ლარის ანაბრებზე ტერა ბანკმაც დაიწყო,.
ამ კვირას სარგებელი "ბაზისბანკმა" გაზარდა, 1 წლიანზე (ვადის ბოლოს გატანის პირობით) 10.95%-ია.
ანაბრის განთავსება რეზიდენტებს და არარეზიდენტებს ძირითადად 3 ვალუტაში, ლარში აშშ დოლარსა და ევროში (₾/$/€) შეუძლიათ. ბრიტანულ ფუნტში საქართველოს ბანკსა და თიბისიში თავსდება.
იურიდიული და ფიზიკური პირის ყველაზე მეტი დეპოზიტი (მიმდინარე, მოთხოვნამდე დეპოზიტები და მიმდ. ანგარიშები) სისტემურ ბანკებშია.
ბანკები 1-წლიანი ანაბრის სარგებლის მიხედვით (%)
|
₾ |
$ |
€ |
£ |
ტერაბანკი* |
9.7 |
3.1 |
2.1 |
|
ბაზისბანკი |
10.95 |
3.5 |
2.0 |
|
ლიბერთი |
10,2 |
3.9 |
1.5 |
|
თიბისი ბანკი |
10.7 |
1.5 |
0.4 |
0.45 |
პროკრედიტი** |
9.1 |
3.15 |
2.65 |
|
საქართველოს ბანკი*** |
10.5 |
1.5 |
0.4 |
1.5 |
ბანკები 1-წლიანი ანაბრის სარგებლის მიხედვით (%)
*აქციით ემატება 1%; **აქციით ემატება 1% ან მეტი; *** აქციით ემატება 0.25%
შარშანდელი განაკვეთები (11/12/2023)
|
₾ |
$ |
€ |
£ |
ტერაბანკი |
12.2 |
3.2 |
2.5 |
|
ბაზისბანკი |
11.5 |
3.5 |
2.0 |
|
ლიბერთი |
11,5 |
3.9 |
1.5 |
|
თიბისი |
11.3 |
2.0 |
0.7 |
0.4 |
პროკრედიტი |
11.2 |
2.15 |
1.7 |
|
საქართველოს ბანკი |
11.1 |
1.5 |
0.4 |
წყარო: კომერციული ბანკები & BRG