თიბისი კაპიტალი: სავალუტო რეზერვების დაგროვება ძირითადად საბანკო და კა...
ამავდროულად, სახეზეა
გარკვეული შენელებაც -
მეორე კვარტლის პროფიციტი
მხოლოდ მცირედით
აღემატება პირველი
კვარტლის იმავე
მაჩვენებელს (მშპ-ის 0.1%),
ხოლო გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით თითქმის
უცვლელია. ეს პირდაპირი
უცხოელი ინვესტორებისთვის
გადახდილი დივიდენდების
წლიურ ჭრილში ფაქტობრივად
გაორმაგებას უკავშირდება,
რამაც სხვა წყაროებით
გაზრდილი შემოდინებები
გადაფარა. ჯამურად,
რეინვესტიციებისა და
სეზონური ფაქტორების
გამორიცხვით, მიმდინარე
ანგარიშის ბალანსმა
მიმდინარე წლის პირველ
ნახევარში მშპ-ის 0.2%
შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე
ნახევარში დაფიქსირებულ
1.3%-იან მაჩვენებელს
შესამჩნევად
ჩამორჩება.თანხობრივად,
იანვარ-ივნისში, წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, მიმდინარე
ანგარიშის ბალანსი 158
მილიონი აშშ დოლარით
გაუმჯობესდა. აღნიშნულში
მთავარი წვლილი
ინფორმაციისა და
კომუნიკაციის
ტექნოლოგიების (ICT)
მომსახურების ექსპორტმა,
ფულადმა გზავნილებმა და
საქონლით ვაჭრობის
შემცირებულმა დეფიციტმა
შეიტანა. საპირისპირო
მხარეს, გაიზარდა
დივიდენდების გადახდა და
შემცირდა
ტრანსპორტირებისა და
ტურიზმის წმინდა
ექსპორტიდან მიღებული
შემოსავლები. უფრო
დეტალურად, წლის პირველ
ნახევარში ICT მომსახურების
წმინდა ექსპორტი წლიურად
73%-ით გაიზარდა და
ეკონომიკურ ზრდაში
მთავარი კომპონენტის
პოზიციაც შეინარჩუნა,
თუმცა 2025 წლის მეოთხე
კვარტალიდან, დაახლოებით,
ერთ დონეზე ნარჩუნდება.
წლიურად 11%-ით გაიზარდა
ფულადი გზავნილები, რაშიც
უდიდესი წვლილი
ევროკავშირიდან და აშშ-დან
გადმორიცხულმა თანხებმა
შეიტანა, ხოლო საქონლის
ექსპორტის მძლავრი
დინამიკისა და, მეტწილად
ავტომობილების იმპორტის
კლებით გამოწვეული,
იმპორტის შედარებით სუსტი
ზრდის ფონზე, შემცირდა
საქონლით ვაჭრობის
დეფიციტიც.თავის მხრივ,
დივიდენდების წმინდა
გადინება 2026 წლის პირველ
ნახევარში წლიურად 55%-ით
გაიზარდა და 816 მილიონ აშშ
დოლარს მიაღწია. გარკვეული
შემცირება დაფიქსირდა
სატრანსპორტო
მომსახურებიდან მიღებულ
შემოსავლებშიც, ხოლო ახლო
აღმოსავლეთში კონფლიქტის
ესკალაციის ფონზე,
ტურიზმიდან მიღებული
წმინდა შემოსავლები
წლიურად 2%-ით
შემცირდა.მიუხედავად
ამისა, გასული ხუთი
კვარტლის განმავლობაში
მიმდინარე ანგარიშის
ჯამურმა პროფიციტმა,
რეინვესტირებული
შემოსავლების
გამორიცხვით, 360 მილიონი აშშ
დოლარი შეადგინა, რამაც
ლარის გამყარებასა და
ეროვნული ბანკის მიერ
რეზერვების აქტიურ
დაგროვებას შეუწყო ხელი.
თუმცა, რეზერვების
დაგროვების უდიდესი
ნაწილი ფინანსური
ანგარიშის, კერძოდ კი
ბანკების მიერ მოზიდული
უცხოური დაფინანსების,
ხარჯზე მოხდა.ფინანსური
ანგარიში აჩვენებს, თუ
როგორ დაიხარჯა მიმდინარე
ანგარიშის პროფიციტი
საზღვარგარეთ ან როგორ
დაფინანსდა დეფიციტი
საზღვარგარეთიდან. თუ
ფინანსური და მიმდინარე
ანგარიშის ბალანსების
ჯამი დადებითია, ეს სებს
სავალუტო რეზერვების
დაგროვების საშუალებას
აძლევს. 2026 წლის მეორე
კვარტალში, ქვეყანაში
ფინანსური ნაკადების
წმინდა შემოდინებამ
მიმდინარე ანგარიშის
დადებით ბალანსზე
მკვეთრად მეტი - დაახლოებით
0.9 მილიარდი აშშ დოლარი
შეადგინა, რამაც სებ-ის
მთლიანი რეზერვების
რეკორდული, 969 მილიონი აშშ
დოლარით ზრდა
განაპირობა.პირველი
კვარტალისგან
განსხვავებით, როდესაც
პორტფელური შემოდინებების
ძირითადი წყარო
რეზიდენტების მიერ
უცხოური აქტივების
გაყიდვა იყო, მიმდინარე
წლის მეორე კვარტალში
ფინანსური შემოდინებები
ძირითადად საზღვარგარეთ
ახალი ვალდებულებების
აღებას ასახავდა, რომლის
მთავარი წყაროც ბანკები
იყვნენ. ბანკებმა 2026 წლის
მეორე კვარტალში
საზღვარგარეთიდან
სესხების, ობლიგაციებისა
და არარეზიდენტების
დეპოზიტების სახით
რეკორდული 921 მილიონი აშშ
დოლარი მოიზიდეს, ხოლო
უცხოურ აქტივებში მათ მიერ
განხორციელებული
ინვესტიციების
გათვალისწინების შემდეგ,
ამ არხიდან ქვეყანაში
წმინდა შემოდინებამ 664
მილიონი აშშ დოლარი
შეადგინა, რაც სებ-ის
რეზერვების კვარტალური
ნაზრდის ორ მესამედზე
მეტია. თუმცა საბანკო
ნაკადები ფინანსური
ანგარიშის ყველაზე
ცვალებადი კომპონენტია,
რაც ნაწილობრივ ბანკების
მიერ უცხოური ლიკვიდობის
ბუფერების კორექტირებას
ასახავს.გარდა ამისა, მეორე
კვარტალში 156 მილიონი აშშ
დოლარი შეადგინა წმინდა
პირდაპირმა უცხოურმა
ინვესტიციებმა
რეინვესტიციების
გამორიცხვით, ხოლო, ბოლო
პერიოდში გაზრდილი
ინტერესის შედეგად,
არარეზიდენტების მიერ
საქართველოს მთავრობის
ფასიანი ქაღალდების
შესყიდვამ მთავრობის მიერ
საგარეო ვალის დაფარვას 57
მილიონი აშშ დოლარით
გადააჭარბა. ამ ფონზე,
ქვეყნის რეზიდენტებმა
დამატებით 100 მილიონი აშშ
დოლარი დააბანდეს უცხოურ
აქციებსა და საინვესტიციო
ფონდებში. ივნისის
ბოლოსთვის, რეზიდენტების
(მათ შორის ბანკების)
მფლობელობაში არსებული
უცხოური პორტფელური
აქტივების ღირებულებამ,
რომელიც 2022 წლის შემდეგ
მკვეთრად გაიზარდა, 5.1
მილიარდ აშშ დოლარს, ანუ
მშპ-ის 12.6%-ს
მიაღწია.ჯამურად, ვინაიდან
გასული ხუთი კვარტალის
განმავლობაში მთლიანი
სავალუტო შემოდინებები
გასავლებს აღემატებოდა,
სებ-ის სავალუტო რეზერვები
2.6 მილიარდი აშშ დოლარით
გაიზარდა, საიდანაც
მიმდინარე ანგარიშის
დადებითი ბალანსის წვლილი
0.4 მილიარდს უტოლდებოდა,
წმინდა პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების წვლილი 0.6
მილიარდს, ბანკების წვლილი
1.2 მილიარდს, ხოლო მთავრობის
წვლილი 0.3 მილიარდ აშშ
დოლარს. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, რეინვესტიციების
გამორიცხვით მიმდინარე
ანგარიშის დადებითმა
ბალანსმა რეზერვებზე
სავალუტო გადინებების
ზეწოლა მოხსნა, ხოლო
დამატებითი რეზერვების
დაგროვება კაპიტალის,
განსაკუთრებით კი საბანკო,
ნაკადების ზრდის შედეგად
გახდა
შესაძლებელი.აღსანიშნავია,
რომ რეზერვების დაგროვება
კვლავ გრძელდება.
ეროვნულმა ბანკმა ივლისსა
და აგვისტოში სავალუტო
ბაზარზე დამატებით 1
მილიარდი აშშ დოლარი
შეისყიდა, რის შედეგადაც,
მთლიანი რეზერვები 8.1
მილიარდ დოლარამდე, წმინდა
რეზერვები კი 5.6 მილიარდ
დოლარამდე გაიზარდა.
სარეზერვო ოქროს ფასის
შემცირების მიუხედავად,
ბოლო მონაცემებით,
რეზერვების ზრდა
გაგრძელდა სექტემბერშიც
და მთლიანმა მოცულობამ 8.2
მილიარდი აშშ დოლარი
შეადგინა, რაც
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის მიერ შეფასებული
რეზერვების ადეკვატურობის
დონის 128.7%-ს უტოლდება.თიბისი
კაპიტალის შეფასებით,
მიმდინარე ანგარიშის
პროფიციტი მესამე
კვარტალში კიდევ უფრო
გაუმჯობესდება, ძირითადად
ტურიზმიდან მიღებული
შემოსავლების აღდგენის
ფონზე, რამაც რუსეთიდან და
ყირგიზეთიდან ფულადი
გზავნილების სანქციებით
გამოწვეული კლება
დააბალანსა. ამ ნაკადის
კუთხით, მოსალოდნელია, რომ
შემოდინებები
გაგრძელდება, თუმცა მათი
ნაწილი სავარაუდოდ სხვა
ფულადი გზავნილების
სისტემებზე, ნაწილი კი სხვა
არხებზე გადაინაცვლებს,
ამიტომ გაურკვევლობის
დონე მაღალია. ამავდროულად,
ICT ექსპორტის მაღალი საბაზო
ეფექტი და დივიდენდების
გაზრდილი გადინება
მიმდინარე ანგარიშის
გაუმჯობესებაზე,
სავარაუდოდ, მცირედით
უარყოფითად იმოქმედებს.
შესაბამისად, თიბისი
კაპიტალის განახლებული
პროგნოზით,
რეინვესტიციების
გამორიცხვით მიმდინარე
ანგარიშის პროფიციტი წელს
მშპ-ის 1.0%-ის ნაცვლად
დაახლოებით 0.7-0.8%-ს
გაუტოლდება.იხილეთ
პუბლიკაციის სრული ვერსია
შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007726-macro-update-georgia
1791542500