თბილისი (GBC) - ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ძლიერია საქართველოში, - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ
ქვეყანაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ ნარჩუნდება და ოქტომბერში 0.3%-ს შეადგენს. ფასების სტაბილურობის მიღწევა სების მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც დროული გამკაცრების, ასევე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით.
დაიწყო ფასების სტაბილურობით, რომელიც სებ-ის მთავარი მანდატია და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს. მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო ფასების ზრდის ტემპის შენელება და უკვე მარტიდან მოყოლებული ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება.
ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, რომ ინფლაცია დიდწილად ადგილობრივი პროდუქტების დაბალი ინფლაციით და ასევე მომსახურების სექტორში ფასების ზრდის ნელი ტემპით არის განპირობებული. ეს თავის მხრივ, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურებაზე მიანიშნებს.
სხვა ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე, შეიძლება ითქვას, რომ იდეალური დამთხვევაა. დაბალ ინფლაციასთან ერთად საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა.
"9 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 9.8%-ია, ეს არის ერთობლივი შიდა მოთხოვნის ზრდის საფუძველზე დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც აჭარბებს ყველა მოლოდინს და ეკონომიკური აქტივობის სიძლიერიდან მომდინარეობს. ასევე გაზრდილია ეკონომიკის ჯამური პოტენციალი", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.