თბილისი (GBC) - ენერგეტიკის დაფინანსების წილი თიბისის კორპორატიულ პორტფელში 8%-ია. 

 ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ სექტორის  დაკრედიტების პრიორიტეტულობაზე განაცხადა TBC კაპიტალის კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც საინვესტიციო ბანკმა კერძო სექტორისთვის გამართა (17 სთ, 11 აპრილი, სტამბა, თბილისი)

სტრატეგიული დარგი საინვესტიციო მიმზიდველობას არ კარგავს. მისი პროგნოზით, ტრენდი მომავალშიც შენარჩუნდება. 

ენერგეტიკის ქეისი ბანკის კორპორატიულ პორტფელში სიდიდით მეორეა.  ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ინდუსტროა ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და თიბისი ბანკი იყო პირველი იყო, რომელმაც ამ სექტორის დაფინანსება დაიწყო.

დღეს თიბისი ამ დარგის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია.მოიცავს 41 ჰიდროელექტროსადგურს, აქედან ოპერირებაში 30 ჰესია, 11 კი მალე გაეშვება.

მისი თქმით, ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 65% „თიბისი ბანკის“ პარტნიორებზე მოდის. თიბისის დაფინანსებული ჰესების ჯამური გამომუშავება  500 მგვტ-ია. (ბიზნესპარტნიორი).