თბილისი (GBC) - საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის 2026 წლის Markets Awards-ის ფარგლებში, თიბისიმ ეროვნული კატეგორიის ნომინაციაში გაიმარჯვა - Best Fixed Income House in Georgia - წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში ობლიგაციების ბაზარზე.

ჯილდო აღიარებს ბანკის ლიდერობასა და მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის განვითარებაში.

ეს აღიარება უკავშირდება თიბისის მიღწევებს სახელმწიფო ობლიგაციების მეორად ბაზარზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ვაჭრობისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაში.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის თიბისი აქტიურად ავითარებს ქართული ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობას და ინოვაციურ გადაწყვეტებს ვაჭრობის, დაფინანსებისა და რისკების დაზღვევის მიმართულებით.

გარდა ამისა, თიბისიმ 2025 წელს განავითარა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების პორტფელი და სუვერენული ობლიგაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.

ეს მიღწევები თიბისის გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტის სტრატეგიული ტრანსფორმაციის შედეგია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში პირველი სპეციალიზებული ფიქსირებული შემოსავლებისა და ფულადი ბაზრების სავაჭრო გუნდის შექმნა იყო.

ეს საერთაშორისო აღიარება კი, ხაზს უსვამს თიბისის მზარდ როლს საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. 

(R)