თბილისი (GBC) - „საქართველოს რკინიგზამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, ანაკლიაში დაახლოებით 17.74 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ახალი სადგურის, სარკინიგზო კვანძისა და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება.

ინტერესთა გამოხატვის პროცესი მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით ხორციელდება. დაინტერესებულ საკონსულტაციო კომპანიებს განაცხადის წარდგენა 2026 წლის 17 ნოემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ.