თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $20.5 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $6.15 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 19.6%-ით), ხოლო იმპორტი $14.38 მლრდ-ს (გაიზარდა 5.3%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში $8.2 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ია.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 67.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი - $650.2 მლნ
  • ჩინეთი - $583.1 მლნ
  • აზერბაიჯანი - $566.7 მლნ

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი - $2.18 მლრდ
  • ჩინეთი - $1.74 მლრდ
  • აშშ - $1.71 მლრდ

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი - $2.54 მლრდ
  • ჩინეთი - $2.329.2 მლრდ
  • რუსეთი - $2.21 მლრდ

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $1.52 მილიარდით, რაც მთელი ექსპორტის 24.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $811.8 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 13.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $464 მლნ-ით (7.5%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $2.65 მლრდ და მთელი იმპორტის 18.4% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.4 მლრდ-ით (იმპორტის 9.8%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $526.8 მლნ-ით (იმპორტის 3.7%).