თბილისი (GBC) - სავალუტო იპოთეკა ორნიშნა ზრდას ინარჩუნებს. სებ-ის სტატისტიკით, ივლისის მდგომარეობით (01.07.2025) წლიური ზრდა 10.3%-ია (L/m +8.55%Y.Y, L/Y +13.45%Y.Y).
ბოლო საანგარიშო თვეში 92 მლნ ლარის ექვივალენტი 385 სესხი გაიცა დოლარსა და ევროში (06/2024 – 72 მლნ-ი, 250 ერთეული სესხი). გაცემებში სავალუტო იპოთეკის წილი 23.5%-მდეა გჰაზრდილი (L/m – 20.5%).
იპოთეკა გაძვირებულია, როგორც ლარში, ისე დოლარსა და ევროში. ეროვნულ ვალუტაში შარშან ლარში 11.6%-ად გაიცემოდა , წელს 13.1%-ია. სავალუო იპოთეკის წლიური განაკცვეთი შარშან 7.1%-ით განისაზღვრებოდა, წელს 8.4%-ით.
კომერციული ბანკების ინფორმაციით, ლარის იპოთეკური სესხის მინიმალური ეფექტურო განაკვეთი 15.5%-ია, აშშ დოლარში 10%, ევროში კი 8.9%-დან განისაზღვრება.
იპოთეკური სესხების პორტფელი, H1/2025-ის მდგომარეობით, 12.5 მლრდ ლარია და მ.შ. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულია 4.1 მლრდ ლარის.
პორტფელის ნახევარზე მეტი გრძელვადიანის სესხებია. მოკლევადიანი იპოთეკის პორტფელი 10 მლრდ ლარს შეადგენს. მ.შ. 2.9 მლრდ ლარის ეკვივალენტი სავალუტო სესხებია.
ლარის იპოთეკა 10 წელზე მეტი ვადით გაიცემა. სავალუტო კი 10 წლამდე (2022-ის შემოდგომიდან იპოთეკის მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე დამოკლდა).
.იმავე წლის საზაფხულო რეგულაციით კი +3%-იანი დერეფანი გაიხსნა, როგორც სავალუტო ასევე ლარის იპოთეკაზე, თუმცა სავალუტო იპოთეკა მეტად დაიწნეხა.
3%-იანი დერეფანი ითვალისწინებს ცვლადგანაკვეთიანი (გაცემული სავალუტო იპოთეკების უმეტესობა ცვლადი და ფიქსირებულის მიქსია) სესხის გაცემას მსესხებლის გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასებას. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ განაკვეთი 1,2 ან 3%-ით გაიზრდება, იპოთეკარს სესხის მომსახურება არ უნდა გაუპრობლემდეს..
წყარო: BRG