თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის იანვარში, ფარმაციაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 27 ლარს გაუტოლდა.

ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 79 ლარი დაფიქსირდა.