Visa რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2027 და 2029-ის მთავარი პარტნიორი იქნებ...
· რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატი ავსტრალიაში,
კაცებს შორის 2027, ქალებს
შორის კი 2029 წელს
გაიმართება. Visa
ჩემპიონატების მთავარი და
საგადახდო ტექნოლოგიის
სფეროში ოფიციალური
პარტნიორი
იქნება.· ბილეთების
შესაძენად 48-საათიანი
პრიორიტეტული ფანჯარა 2026
წლის 28 სექტემბრის 12:00-დან
(თბილისის დროით 06:00) 30
სექტემბრამდე იქნება ღია.
დარჩენილი ბილეთების
გაყიდვა გახსნით მატჩამდე
ერთი წლით ადრე, 2026 წლის 1-ელ
ოქტომბერს
დაიწყება.· ორივე ტურნირის
მიმდინარეობისას, Visa
გულშემატკივრებს
საუკეთესო გამოცდილების
მიღებაში დაეხმარება
როგორც სტადიონებზე, ისე
მათ მიღმა.„მსოფლიო
რაგბის“ განცხადების
მიხედვით, ავსტრალიაში
გასამართ 2027 და 2029 წლის
რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატების მთავარი
პარტნიორი და საგადახდო
ტექნოლოგიების სფეროში
ოფიციალური პარტნიორი Visa
იქნება.ამ ტიპის გლობალური
თანამშრომლობა ცხადყოფს,
რომ რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატი ამბიციური,
მზარდი პროექტია, Visa კი
მსოფლიოში პოპულარული
სპორტისა და
გულშემატკივრების
მხარდამჭერად
რჩება.თანამშრომლობის
აღსანიშნავად, „მსოფლიო
რაგბი“ და Visa,
გულშემატკივრებს მსოფლიოს
მასშტაბით 48-საათიან
პრიორიტეტულ ფანჯარას
გაუხსნიან. 2026 წლის 28
სექტემბრის 12:00-დან
(თბილისის დროით 06:00) 30
სექტემბრის 12:00-მდე
(თბილისის დროით 06:00) Visa-ს
შესაბამისი ბარათის
მფლობელებს 52 მატჩის
ბილეთების შეძენა და
სასურველი ადგილების
არჩევა ინტერაქციული
რუკის მეშვეობით
შეეძლებათ[1]. პრიორიტეტული
ფანჯრის დახურვის შემდეგ,
დარჩენილი ბილეთები
ხელმისაწვდომი გახდება 2027
წლის რაგბის მსოფლიო კაცთა
ჩემპიონატის გახსნით
მატჩამდე ზუსტად ერთი წლით
ადრე, 2026 წლის 1
ოქტომბრიდან.Visa, როგორც
მთავარი პარტნიორი,
მნიშვნელოვან წვლილს
შეიტანს გულშემატკივართა
გამოცდილების
გაუმჯობესებაში. 2027 წელს
ავსტრალიაში ჩატარდება
რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატი კაცებს შორის,
2029 წელს კი ქვეყანა ქალთა
რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატს უმასპინძლებს.
Visa, რომლისთვისაც როგორც
კაცთა, ისე ქალთა სპორტის
განვითარება თანაბრად
მნიშვნელოვანია,
გულშემატკივრებს უსაფრთხო
საგადახდო სისტემასა და
სხვადასხვა ექსკლუზიურ,
პრემიუმ გამოცდილებას
შესთავაზებს.თითოეული
მატჩის საუკეთესო
მოთამაშეს Visa-ს პრიზი
გადაეცემა. ამით მსოფლიო
ჩემპიონატის
განსაკუთრებული
მონაწილეები
წარმოჩინდებიან და
გულშემატკივრების
გამოცდილება
გაუმჯობესდება.„გვიხარია,
რომ Visa რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატის ოჯახს
დაუბრუნდა და მომდევნო ორი
ტურნირის განმავლობაში
მთავარი პარტნიორი იქნება.
Visa-სთან თანამშრომლობა ხაზს
უსვამს ამ ღონისძიებების
მნიშვნელობას, ასევე
აჩვენებს საერთო სურვილს,
შევქმნათ ინოვაციური,
გამორჩეული, დაუვიწყარი და
ყველასთვის ხელმისაწვდომი
გამოცდილება.ორივე
ტურნირის მხარდაჭერა
ნათლად მიუთითებს რომ
არსებობს რწმენა როგორც
ზოგადად რაგბის მომავლის,
ისე კაცებისა და ქალთა
სპორტის მიმართ. ჩვენი
თანამშრომლობის
ფარგლებში, Visa-ს შესაბამისი
ბარათის მფლობელები
ექსკლუზიურ შეთავაზებებს
მიიღებენ; Visa-ს ტექნოლოგია
და გამოცდილება კი
გულშემატკივართა
თავგადასავალს კიდევ უფრო
გააუმჯობესებს“. - „მსოფლიო
რაგბის“ კომერციული
დირექტორი, მიშელ
პუსო.„რაგბის მსოფლიო
ჩემპიონატი არის მოვლენა,
რომელიც ყველას იზიდავს.
გულშემატკივრები მხოლოდ
მატჩების ყურებით კი არ
კმაყოფილდებიან, მათზე
დასასწრებად მოგზაურობენ
ისეთი გამოცდილების
მისაღებად, რაც სტადიონის
ფარგლებს ცდება.უახლესი
მონაცემების მიხედვით, იმ
ქალაქებში, სადაც
მნიშვნელოვანი სპორტული
ღონისძიებები გაიმართა,
Visa-ს საერთაშორისო
ტრანზაქციების რაოდენობა,
წინა წლის მაჩვენებელთან
შედარებით თითქმის 20%-ით
გაიზარდა. 2027 და 2029 წლის
მსოფლიო ჩემპიონატების
მიმდინარეობისას
გულშემატკივრებს
შევთავაზებთ შეუფერხებელ
საგადახდო გამოცდილებას,
რათა მთელი ყურადღება
მნიშვნელოვანი
მომენტებისადმი მიმართონ.
ამგვარად შევქმნით ახალ
შესაძლებლობებს, ხელს
შევუწყობთ ადამიანებსა და
ბიზნესს“. — Visa-ს რეგიონული
პრეზიდენტი აზია-წყნარი
ოკეანის რეგიონში, სტივენ
კარპინი.ეს პარტნიორობა
კიდევ უფრო გააძლიერებს 2027
და 2029 წლების რაგბის
მსოფლიო ჩემპიონატების
კომერციულ პლატფორმას.
პლანეტის საუკეთესო კაცი
და ქალი მოთამაშეები
ავსტრალიას ეწვევიან, ახალ
აუდიტორიას მოიზიდავენ და
სპორტის, მათ შორის ქალთა
რაგბის განვითარებაში
შეიტანენ წვლილს. 2027 წლის
რაგბის მსოფლიო კაცთა
ჩემპიონატირაგბის მსოფლიო
კაცთა ჩემპიონატი არის
რაგბის მთავარი მოვლენა,
რომელში მონაწილეობაც
საუკეთესო გუნდებს ყოველ
ოთხ წელიწადში შეუძლიათ. 2027
წლის 1 ოქტომბრიდან 13
ნოემბრამდე, ექვსი კვირის
განმავლობაში, ავსტრალია
რაგბის საერთაშორისო
ფესტივალის მასპინძელი
იქნება. რაგბის ახალი ერა
ნაყოფიერი იქნება
ავსტრალიისთვის,
ოკეანეთისთვისა და
სპორტის ამ სახეობის
განვითარებისთვის.ავსტრალიაში
გასამართ ტურნირში 24
საუკეთესო ნაკრები
მიიღებს მონაწილეობას. ეს
ღონისძიება ხელს შეუწყობს
რაგბის, როგორც უფრო
ხელმისაწვდომი,
ინკლუზიური, საინტერესო
სახეობის გავრცელებას,
რითაც მისი
გულშემატკივართა რიცხვი
და საერთაშორისო
პოპულარობა გაიზრდება.
ტურნირის მთლიანი
შემოსავალი რეინვესტიციის
სახით სპორტის
განვითარებისთვის
დაიხარჯება და მოხმარდება
„მსოფლიო რაგბის“ მზარდ
ამბიციებს, 135-ზე მეტ წევრ
ქვეყანასა და ექვს
რეგიონულ ასოციაციას.2029
წლის რაგბის მსოფლიო ქალთა
ჩემპიონატი2029 წელს რაგბის
მსოფლიო ქალთა ჩემპიონატი
მეთერთმეტედ ჩატარდება.
ავსტრალია ამ ღონისძიებას
პირველად უმასპინძლებს. 16
საუკეთესო ნაკრები ექვსი
კვირის განმავლობაში
ქალთა რაგბისა და
ავსტრალიური კულტურის
ზეიმში იქნება
ჩართული.წარმატებული 2025
წლის ტურნირის კვალდაკვალ,
ჩემპიონატის მიზანია
სპორტის განვითარება,
ადამიანების გაერთიანება
და მოთამაშეებისა და
გულშემატკივრების ახალი
თაობის დაინტერესება.
პარალელურად კი
ავსტრალიისა და წყნარი
ოკეანის რეგიონისთვის
გრძელვადიანი სოციალური,
სპორტული და ეკონომიკური
სარგებლის მოტანა.Visa-ს
შესახებVisa (NYSE: V) მსოფლიო
ლიდერი ციფრული
გადახდების სფეროში. Visa 200-ზე
მეტ ქვეყანაში ამუშავებს
ტრანზაქციებს, კერძოდ
მომხმარებლებს, ბიზნესს,
ფინანსურ ინსტიტუტებსა და
სამთავრობო ორგანიზაციებს
შორის. ჩვენი მისიაა,
დავაკავშიროთ მსოფლიო
ინოვაციური,მოსახერხებელი,
საიმედო და უსაფრთხო
გადახდების ქსელის
მეშვეობით, რომელიც
ინდივიდუალური პირების,
ბიზნესისა და ეკონომიკის
კეთილდღეობას უწყობს ხელს.
ჩვენ გვჯერა, რომ
ეკონომიკაში
ხელმისაწვდომობის
გაფართოება ყველასთვის,
ქმნის საფუძველს მთელს
მსოფლიოში ადამიანთა
კეთილდღეობისთვის და
მომავალში ფულის
გლობალური მოძრაობის
საწინდარია. გაიგეთ მეტი
ვებგვერდზე Visa.com.ge.
1789631683