თბილისი (GBC) - ჰეშ ბანკმა პირველი კვარტალი 2 მლნ ლარზე მეტი ზარალით დაასრულა.
ჰეში ბაზარზე ახლადშესული ციფრული ბანკია (ლიცენზირებულია 2023-ის ნოემბერში), 32.5 მლნ ლარის აქტივებით, საპროცენტო შემოსავალი, ჯერ მხოლოდ 627 000 ლარია.
ციფრული ბანკი შიდა და საერთაშირისო გადარიცხვებს ემსახურება, ძირითადად ევრო/ლარის/აშშ დოლარში. ჰეშ ბანკის ანგარიშები და ბარათი (ჰეშ ბარათის) მულტისავალუტოა.
ციფრულ ბანკი პასიურ საოპერაციო საქმიანობით არის წარმოდგენილი. მთლიანი ვალდებულებები, სულ, 800 000 ლარის ფარგლებშია.
|
Q1/2025 |
Q1/2024 |
აქტივები |
32 475 562 |
6 957 973 |
დეპოზიტები (მიმდ ანგ) |
241 743 |
- |
პერსონალის ხარჯი |
1 773 942 |
694 525 |
ლიკვიდ/მთლ აქტივებთან |
44% |
2.06% |
სა-% შემოსავალი |
627 386 |
109 430 |
წმინდა მოგება (ზარალი) |
(2 088 941) |
(722 208) |
კაპიტალი |
31 664 474 |
6 846 547 |
|
₾ |
₾ |
როგორც იცით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილია, რომელიც ბანკის 19.5% აქციებს ფლობს
ჰეშ ბანკის აქციონერები |
|
ვოლოდიმირ ნოსოვი |
50,00% |
სულხან პაპაშვილი |
30,50% |
ლაშა პაპაშვილი |
19,50% |
წყარო: BRG
ციფრული ბანკის მმართველობით ორგანოს, პაპაშვილთან ერთად წარმადგენენ გოჩა მაცაბერიძე (თავმჯდომარის მოადგილე), ნანა ქებურია, თეონა მაკალათია.
დამოუკიდებელი წევრები არიან მერან კაკულია (რისკის კომიტეტი) და გოჩა მაცაბერიძე (აუტიტის კომიტეტი).
ლაშა პაპაშვილს, ვოლოდიმირ ნოსოვთან, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით (50%/50%) ასევე დაფუძნებული აქვს კრიპტობირჟა, ციფრული საფულე, იგივე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) WhiteBIT
ვაითბითი VASP-ის ლიცენზიას ასევე ფლობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ესპანეთსა და ლიეტუვაში.
საქართველოში გარკვეული კითხვები იყო გავრცელებულ ვერსიაზე, თითქოს კრიპტობირჟის დამფუძნებლები რუსეთს აფარებდნენ თავს, რაზეც რეგულატორმა დეტალურად განმარტა, რომ საქართველოს ბაზრის სუბიექტები მკაცრი ზედამხედველობის ქვეშაა, რაც რისკების შესაძლო მატერიალიზებისას დეპოზიტარების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს.