თბილისი (GBC) - მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ “კრისტალმა” მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება უკვე დაიწყო. ახალი პროდუქტების შექმნის პარალელურად, კომპანია აქტიურად განაგრძობს მეწარმეების მხარდაჭერას, მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და ბიზნესთან დაკავშირებული საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით. 

ამჯერად, „კრისტალის“ და საინვესტიციო კომპანია „ინვესტოს“ ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ინვესტიციების მოზიდვის გზები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“. შეხვედრის მიზანი იყო მეწარმეთათვის ინვესტიციების მოზიდვის პროცესის გაცნობა და მათი ბიზნესების მზაობის შეფასებაში დახმარება.

შეხვედრის პირველ ნაწილში „კრისტალის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ახალი საბანკო პროდუქტები და დაფინანსების ახალი შესაძლებლობები, რაც მეწარმეებს აძლევს შანსს, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაინაცვლონ განვითარების ახალ საფეხურზე.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინვესტიციების მოზიდვის ძირითადი გზების შესახებ. განიხილეს, როგორ ხდება სტარტაპებისა და მოქმედი ბიზნესების დაფინანსება სხვადასხვა ეტაპზე. ასევე, რა ტიპის ინვესტორები არსებობენ და როგორ უნდა იპოვოს მეწარმემ მისთვის შესაფერისი ინვესტორი. ყურადღება დაეთმო ბიზნესის შეფასების პრინციპებს, შემოსავლების მოდელის შექმნასა და ფინანსური მოდელირების საფუძვლებს.

თემები განიხილებოდა რეალურ ქეისებზე დაყრდნობით, რაც მონაწილეებს დაეხმარება მიღებული ცოდნა საკუთარ ბიზნეს საჭიროებებს მოარგონ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები — მათ შორის წარმოების, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მოქმედი მეწარმეები. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ.

მიკრობანკი  „კრისტალი“ განაგრძობს მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტმა მეწარმემ მიიღოს საჭირო ცოდნა, დაინახოს ახალი შესაძლებლობები და განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.