თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ხუთშაბათს საინვესტიციო ბანკ Barclays-ის მმართველ დირექტორს იგორ აკულოვს შეხვდა და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო.

ფინანსთა მინისტრმა ევრობონდების რეფინანსირების პროცესში, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ მაღალ ინტერესზე განაცხადა.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.