თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის Lion Finance Group-ის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებაში სების ვიცე-პრეზიდენტიც მონაწილეობდა.

.

ეკატერინე მიქაბაძემ, სიტყვით გამოსვლისას, მდგრად განვითარებაში პროგრესზე აღნიშნა, რაც მარეგულირებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის შედეგია.

ის არაა იზოლირებული პროცესი, საერთო სტანდარტების, საერთო გამოცდილებისა და საერთო პასუხისმგებლობის საფუძველზე შენდება

თქვა, რომ მაღალი ხარისხის ანგარიშგება გამჭვირვალობის, ბაზრის დისციპლინის და გრძელვადიანი ღირებულების შექმნის ქვაკუთხედია.

მისივე თქმით, 2017 წელს „მდგრად საბანკო ქსელში“ (SBN) გაწევრიანებიდან ეროვნული ბანკი მუშაობს კომპლექსურ ჩარჩოზე, ფინანსურ სისტემაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებისთვის.

მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ „მდგრადი დაფინანსების გზამკვლევზე“ და ESG სახელმძღვანელოს მითითებებზე, რაც სექტორს ESG რისკების, მათ შორის კლიმატური რისკების, მართვაში ინტეგრირებაში ეხმარება.

ასევე ჩამოყალიბებულია მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, მწვანე და სოციალური ეკონომიკური საქმიანობების მკაფიოდ განსაზღვრისთვის. 

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა სებ-ის მიერ შემუშავებულ მწვანე, სოციალური, მდგრადობისა და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების წესზე, რომელიც აღნიშნული მიზნობრიობის მქონე ფასიანი ქაღალდებისთვის მკაფიო სტანდარტებს ქმნის, აძლიერებს ინვესტორთა ნდობას და ხელს უწყობს კაპიტალის მობილიზებას მდგრადი პროექტებისთვის.

აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული კორპორაციული ობლიგაციების 43%-ს მწვანე, სოციალური, მდგრადობის  ან მდგრადობასთან დაკავშირებული ფასიანი ქაღალდებია.

საქართველოს ბანკის ანგარიშის პრეზენტაციაზე, პრეზენტაციით წარდგა სებ-ის მდგრადი დაფინანსების განყოფილების ხელმძღვანელი სალომე თვალოძე, რომელმაც მდგრადი დაფინანსების მომავალზე და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და საზედამხედველო მოლოდინებზე ისაუბრა.

ღონისძიებას უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.