თბილისი (GBC) - თიბისი ლიზინგმა 160 მლნ ლარამდე ღირებულების 5-წლიანი, ცვლადგანაკვეთიანი (TIBR 3M + [2.75%-3%] ობლიგაციების ემისიაზე განაცხადა.
სალიზინგო პორტფელით უზრუნველყოფილი, არასუბორდინირებული ობლიგაციების განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია. ემიტენტი (TBC ლიზინგი) ფლობს Fitch-ის Ratings - BB / სტაბილური საკრედიტო პერსპექტივით, რაც საპენსიო ფონდიდან სახსრების მოზიდვის უფლებას ანიჭებს.
18/03/2026-ის მდგომარეობით განაკვეთი 10.8% გამოდის. რეიტინგის დადგომისას შესაძლოა შეიცვალოს, როგორც ემისიის პროსპექტში წერია.
რეიტინგი, ბოლოს, 03.12.2025-ში შეიცვალა, ‘BB’ სტაბილური პერსპექტივით, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების კვალ. (06/2025 -სთვის იყო ‘BB’ ნეგატიურით).
ქვეყნის რეიტინგის გაუარესებას უკავშირდება 12/2024-ის ცვლილებაც. მანამდე, აპრილის მდგომარეობით არსებული ‘BB’ სტაბილური, როცა განეგატიურდა. მაშინ საქართველოს რეიტინგის გაუარესება პოლიტიკური და მმართველობით რისკებმა განაპირობა, მათი პოტენციურად ნეგატიური გავლენით საქართველოს საბანკო სექტორზე >გაიგე მეტი
TBC გეგმავს 240,000,000 ლარამდე ნომინალური ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას. მოზიდული სახრების ნაწილს (115 მლნ ლარამდე) გამოიყენებს წინა ემისიის რეფინანსირებისთვის. დანარჩენი სალიზინგო პორფელის ზრდას მოხმარდება.
TBC ლიზინგის ემისია
| ვალუტა | ლარი | |
| ნომინალი (₾) | 1 000 | |
| განაკვეთი (%) | TIBR3m+2.75 | |
| რაოდენობა | 160 000 -მდე | |
| ღირებულება (₾) | 160 მლნ -მდე | |
| ვადა (თვე) | 60 |
წყარო: ემიტენტი