თბილისი (GBC) - იშბანკი კაპიტალის ლოკალურ ბაზარზე საინვესტიციო აქტივობის შესახებ აცხადებს. ბანკის ფინანსური დირექტორის უჩა სარალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილობრივი კომპანიების ემისიებში 60 მლნ ლარამდე აქვს დაბანდებული.

13.02.2023-ის მდგომარეობით 14 მილიონი ლარია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებში და ₾58.7 მილიონი ადგილობრივი კომპანიების ბონდებში, ლარში და უცხოურ ვალუტაში.

სარალიძის ინფორმაციით, იშბანკი, გარკვეული კონტრიბუციით, თითქმის ყველა ემისიაში მონაწილეობს, როგორც  საფინანსო, ისე რითეილ, სალიზინგო, სამრეწველო, თუ სხვა ინდუსტრიულ კომპანიებში. მიკროსაფინანსო ბაზარზე კი მხოლოდ "რიკოსთან" თანამშრომლობს.

კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტით დაბანდებები იშბანკის მთლიანი საკრედიტო დაბანდების ნაწილია, რომელიც  თებერვლის მდგომარეობით, 317.4 მლნ ლარია.

ადგულობრივ თუ უცხოურ ვალუტაში, ფინანსური რესურსის მოსაზიდად, აღნიშნულ ინსტრუმენტს უკვე ბევრი კომპანია იყენებს, მათ შორის ყველაზე აქტიურია "თეგეტა" და "ნიკორა". ამისიებმა თითქმის ყველა დარგი მოიცვა, ენერგეტიკა, მეტალურგია. უძრავი ქონება..

G&T- ის ინფორმაციით, ძირითადი დაბანდებებია დოლარსა და ლარში. ევროს განთავსების 2 ემიტენტია: Tegeta Motors  და IG Development.

ლარის ემისიების ძირითადი მონაცემები (G&T)

(ბიზნესპარტნიორი)